Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

რუსეთი თავის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

0

დღეს, 1 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერია. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის სამხედრო აეროდრომზე და ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2025 წლის ივნისშიც.

დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარიც. მის ტელეგრამ-არხზე 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რვა რაიონში, მათ შორის დონის როსტოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკსა და მილეროვოში.

ტაგანროგსა და მილეროვოში სამხედრო აეროდრომებია, ხოლო ნოვიშახნტინსკში - ნავთობპროდუქტების ქარხანა, რომლებიც არაერთხელ იყვნენ უკრაინის დარტყმის სამიზნეებს შორის.

რაც შეეხება დღევანდელი შეტევის შედეგებს, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სლიუსარი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქალაქ ტაგანროგში დაზიანებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის გამავლობაში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 60 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 17 - ყირიმში, 16 - როსტოვის ოლქში, 11 - აზოვის ზღვის თავზე, 5 - კურსკის ოლქში, 4 - სარატოვის ოლქში, 3 - შავი ზღვის თავზე, 2 - ბელგოროდის ოლქში, 1 - ვორონეჟში და 1 - ორიოლის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ აკონკრეტებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და შედეგებს.

უკრაინას რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის რეგიონებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ ცნობებში არასდროს შეაქვს უკრაინაში ოკუპირებული ოლქები, რომლებიც რუსეთს თავის რეგიონებად აქვს გამოცხადებული.

მაგალითად, 30 ივნისიდან 1 ივლისის ღამით, დრონებით შეტევა იყო ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქზე. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო მმართველები და რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყებოდნენ. სააგენტო „ტასი“ ლუგანსკის რეგიონის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინული დრონებით შეტევამ რამდენიმე ადგილას ხანძრები გამოიწვია. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „მთავრობა“ აცხადებდა, რომ დრონებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა იგერიებდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ ტელეგრამზე დეტალების დაკონკრეტების გარეშე დაწერა, რომ „დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში რუსების ლოგისტიკა იწვის“.

30 ივნისს, საღამოს აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ დონეცკშიც, რომელიც დონეცკის ოლქის დანარჩენ ტერიტორიასთან ერთად რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ქალაქ დონეცკზე უკრაინული რაკეტებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

უკრაინის გენშტაბს ოკუპირებულ რეგიონებზე დარტყმების შესახებ არაფერი უთქვამს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России