Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

კიევმა და ბრიუსელმა შეათანხმეს DCFTA-ს განახლების პრინციპები

0

ევროკომისიამ დაასრულა უკრაინასთან მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების გადახედვაზე. ვაჭრობის ლიბერალიზაციის ცვლილებებზე პრინციპული შეთანხმება აღნიშნავს ახალ ეტაპს გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და ორმხრივი ჩარჩოს შექმნაში, რაც უკრაინის გაწევრიანების პროცესის ნაწილია. სავაჭრო შეთანხმების ეს გადახედვა უკრაინას ეხმარება ევროპის ერთიან ბაზარზე საბოლოო ინტეგრაციაში.

დამტკიცების შემდეგ, შეცვლილი DCFTA ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება, გრძელვადიანი ეკონომიკური სიმყარისა და სტაბილური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ დოკუმენტის შეცვლილი ვერსია 30 ივნისს პრინციპულად შეთანხმდა, რაც იყო უკრაინისა და ევროკომისიის წარმომადგენლების გასული შაბათ-კვირის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი:

“ამ განახლებული შეთანხმებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო ნაკადებს. ჩვენს ასევე ვაგებთ მედეგობისა და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს რუსეთის უსაფუძვლო აგრესიის ომის წილ. ამავდროულად, ვაგრძელებთ ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას. უკრაინის ადგილი ჩვენს ოჯახშია. ვრჩებით ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობის გზის ერთგულები, რასაც მივყავართ ჩვენს კავშირში [უკრაინის] სრულფასოვან წევრობამდე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

2022 წლის შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ეფუძნებოდა „ვაჭრობის ავტონომიურ ზომებს“ (ATMs) - დროებით ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ დაიდო და რომლის საფუძველზეც გაუქმდა ყველა სატარიფო კვოტა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ევროკავშირში. აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ვადა მიმდინარე თვის დასაწყისში ამოიწურა. ახალი შეთანხმება უფრო დაბალანსებულია ორმხრივი ინტერესების შეჯერების კუთხით და უკრაინის პრობლემების გარდა, ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორების საჭიროებებსაც ითვალისწინებს.

მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ მოიძიებენ უკრაინელი ექსპორტიორების მიერ მესამე ქვეყნების ტრადიციულ ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობებს.

მომდევნო დღეებში შეთანხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ევროპარლამენტი. განახლებული სავაჭრო შეთანხმების საბოლოოდ მხარდაჭერის მისაღწევად, განახლებული დოკუმენტი შესაბამის პროცედურებს გაივლის უკრაინაშიც. ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს წინადადება ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შემდეგ შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России