Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

ტრამპი მასკზე: შეიძლება მას DOGE მივუქსიოთ, არც მისი დეპორტაციაა გამორიცხული

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE), რომლის დაარსება მილიარდერმა ილონ მასკმა შეუწყო ხელი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მასკის კომპანიებისთვის ზიანის მისაყენებლად. ტრამპი და მასკი, ყოფილი მოკავშირეები ბიუჯეტის გეგმებთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„შესაძლოა, ილონმა ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე მეტი სუბსიდია მიიღო“, - დაწერა ტრამპმა ოციალურ მედიაში. „ალბათ, DOGE-ს ეს კარგად და დეტალურად უნდა შევაფასებინოთ? დიდი ფულის დაზოგვაა შესაძლებელი!!!“

მილიარდერმა პასუხად დაწერა: „მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი ჩამოჭერით. ახლავე“.

ტრამპმა მუქარა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული მასკის დეპორტაცია მის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“, - თქვა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა მასკის დეპორტაციას. „შესაძლოა, ილონს DOGE მივუქსიოთ (We might have to put DOGE on Elon). იცით, რა არის DOGE? DOGE არის ურჩხული, რომელმაც შეიძლება ელონი შეჭამოს. ეს საშინელება არ იქნება? ის ბევრ სუბსიდიას იღებს.“

მასკმა არაერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ე.წ. „დიდი, ლამაზი კანონპროექტი“ და მიანიშნა, რომ ის ძირს უთხრის მის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით გაწეულ სამუშაოს.

ტრამპსა და მასკს შორის დავა ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც ისინი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შემდეგ მასკმა უკან დაიხია.

კონგრესი ამჟამად ტრამპის კანონპროექტს უყრის კენჭს. პრეზიდენტის რესპუბლიკური პარტია ორივე პალატაში უმრავლესობას ფლობს, თუმცა პარტიის ზოგიერთმა კანონმდებელმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

შემოთავაზებული კანონპროექტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების, თავდაცვისა და ენერგიის წარმოების ხარჯების ზრდას, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ჯანდაცვისა და სურსათის მხარდაჭერის პროგრამების საკამათო შემცირებით.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России