Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა ტაილანდის პრემიერ-მინისტრს

0

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ სამშაბათს, 1 ივლისს, პრემიერ-მინისტრ პაეტონგტარნ შინავატრას უფლებამოსილება შეუჩერა გამოძიების დასრულებამდე, რომელიც დაკავშირებულია პრემიერის სატელეფონო საუბართან კამბოჯის ერთ-ერთი მაღალი რანგის ლიდერთან. ტაილანდელები მიიჩნევენ, რომ შინავატრა მეტისმეტი პატივისცემით მიმართავდა მოსაუბრეს სასაზღვრო დავის განხილვის დროს.

პაეტონგტარნ შინავატრა ცდილობდა მოეგვარებინა სასაზღვრო დავა, რომელსაც 28 მაისს მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირებაც, რომლის დროსაც ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. კამბოჯის სენატის პრეზიდენტ ჰუნ სენთან სატელეფონო საუბრისას მან სცადა განემუხტა დაძაბულობა. საუბრის ჩანაწერმა გაჟონა და ამას სკანდალი მოჰყვა - ოპონენტების აზრით, ტაილანდის პრემიერი მას მეტისმეტად თავმდაბლურად ელაპარაკა.

ტაილანდში ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიაა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა გაურკვევლობის მსგავსი პერიოდი. ქვეყანაში არასტაბილურობის ფონს ქმნის კონფლიქტი სამხედროებსა და პოლიტიკურ ფრთას შორის. სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ პაეტონგტარნის მამის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თაქსინ შინავატრას მიერ შექმნილი პოლიტიკური დინასტია ზედმეტად ძლიერი ხდებოდა. პაეტონგტარნი ამ ოჯახის მესამე წევრია, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს და ასევე მესამეა, რომელიც შესაძლოა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადააყენონ თანამდებობიდან. თაქსინი თანამდებობიდან 2006 წელს გადატრიალების შედეგად გადააყენეს და ემიგრაციაში გააძევეს. მისი და, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იინგლაკ შინავატრა, 2014 წელს სასამართლომ გადააყენა, რასაც მალევე მოჰყვა პუტჩი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России