Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

მოსკოვში გამოხატავენ მზაობას, ჩართონ საქართველო “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფანში

0

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციისკენაა განწყობილი და მზად იქნებოდა მის ჩასართავად “ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დმიტრი მასიუკმა გორჩაკოვის ფონდის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის, „კავკასიური დიალოგის“ გახსნაზე განაცხადა.

„ნორმალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების ნაწილად იქცა ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარზე შეღავათიანი წვდომის უზრუნველყოფა, პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად გარკვეული საქონლის მიწოდების საკითხში. ჩვენ მზად ვართ, წინ წავიდეთ - იქამდეც, რომ ჩავრთოთ საქართველო სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანში „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, - განაცხადა მასიუკმა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მუმბაის პორტთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 7200 კმ-ია. დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2000 წელს ხელი მოაწერეს რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა. მოგვიანებით, ინიციატივას აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.

რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოსთვის ღიაა რეგიონული „3+3“ ფორმატის კარი. თბილისმა არაერთხელ თქვა უარი ამ მექანიზმში მონაწილეობაზე. ამასობაში, მის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა მოსკოვში (2021), თეირანში (2023) და სტამბოლში (2024) რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით.

„ჩვენ „3+3“ ფორმატს ევრაზიული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთ საყრდენ ელემენტად განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური მონაწილეობა მისი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაღები იქნება“, - განაცხადა მასიუკმა.

მან ასევე გაიმეორა მოსკოვისა და საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რიტორიკა და დასავლეთი საქართველოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„დასავლეთი აგრძელებს საქართველოს ხელმძღვანელობის ხელების გადაგრეხას, სანქციებით ქვეყნის შანტაჟს, მოითხოვს ახალ სისხლიან ავანტიურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ, ასევე ანტირუსულ შეზღუდვებთან შეერთებას“, - თქვა მან და დაამატა, რომ ამასთან თბილისი „მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკაზე უარს არ ამბობს“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России