Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

ილონ მასკმა ახალი პარტიის - “ამერიკის” შექმნა გამოაცხადა

0

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური პარტიის, „ამერიკის“ შექმნის შესახებ.
გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. „დამოუკიდებლობის დღე იდეალური მომენტია იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჰკითხოთ, გსურთ თუ არა ორპარტიული (ზოგიერთი იტყვის, ერთპარტიული) სისტემისგან დამოუკიდებლობა“ - დაწერა მასკმა 4 ივლისს.
მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა „სენატში ორი-სამი და წარმომადგენელთა პალატაში- რვა-ათი ადგილის დაკავება“. „ეს საკმარისი იქნებოდა საკამათო კანონმდებლობაზე გადამწყვეტი ხმის მისაცემად, რაც უზრუნველყოფს, რომ ის ხალხის ნამდვილ ნებას წარმოადგენს“, - თქვა მასკმა.

გამოკითხვაში მონაწილეთა 65 პროცენტზე მეტმა პარტიის შექმნას მისცა ხმა. მეორე დღეს მილიარდერმა პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ამას წინ უძღოდა მასკსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი, რომელიც დაიწყო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მასკის წასვლის შემდეგ. მან საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ტრამპის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტისა და გადასახადების შემცირების გახანგრძლივების შესახებ
კანონის მიმართ, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა „დიდი და ლამაზი კანონი“ უწოდა. მასკმა კანონს „ამაზრზენ საზიზღრობად“ შეაფასა. მისი აზრით, დოკუმენტის მიღება მკვეთრად გაზრდის ისედაც უზარმაზარ აშშ-ის ეროვნულ ვალს.
3 ივლისს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ეს კანონპროექტი, ტრამპმა კი მას ხელი მოაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

• კანონი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაფინანსებას და 4.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების შემცირების გაგრძელებას, ასევე სოციალური პროგრამების, მათ შორის ფედერალური სასურსათო დახმარებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის, Medicaid-ის, ძლიერ შემცირებას. ზოგიერთი შეფასებით, 12 მილიონამდე ამერიკელმა შეიძლება დაკარგოს ჯანმრთელობის დაზღვევა.
• ამ ხარჯების დაფინანსება ნაწილობრივ მოხდება მწვანე ენერგიისა და ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებით. ამან გამოიწვია საჯარო კონფლიქტი ტრამპსა და მასკს შორის. მილიარდერმა სუბსიდიების გაუქმებას „მომავალზე დარტყმა“ უწოდა და სოციალურ მედიაში მკვეთრად გააკრიტიკა თეთრი სახლი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России