Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

მედიის თანახმად, თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა

0

ტელეგრამის არხების - Shot-ის, Mash-ის და 112-ის, ასევე გაზეთ "კომერსანტის" თანახმად, თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა. ის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

გაზეთის თანახმად, სტაროვოიტი მკვდარი - ნატყვიარებით - მოსკოვის შემოგარენ ოდინცოვოში ნახეს.

სტაროვოიტი თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაათავისუფლა, მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მინისტრის მოადგილე და ნოვგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ანდრეი ნიკიტინი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დამუშავების პროცესში.

გამოცემა Mash-ი იუწყება, რომ სტაროვოიტის თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, იყო სისხლის სამართლის საქმე. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სტაროვოიტი ეჭვმიტანილი იყო განსაკუთრებულად მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში. "კომერსანტის" ცნობით, სტაროვოიტის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს მონაწილეებმა საქმისა, რომელიც ეხება, სულ მცირე, 1 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) მიტაცებას. ეს თანხა გამოყოფილი იყო უკრაინასთან საზღვარზე გამაგრებული ნაგებობების მშენებლობისთვის. იუწყებიან, რომ მათ შორის ჩვენება მისცა კურსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა.

სტაროვოიტი 2024 წლის მაისში გახდა სამინისტროს ხელმძღვანელი. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან იგი კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო. რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სტაროვოიტი შეცვალა ალექსეი სმირნოვმა - რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დააპატიმრეს, უკრაინასთან საზღვარზე გამაგრებული ნაგებობების მშენებლობის პროცესში მაქინაციების საქმესთან კავშირით. ამჟამად კურსის ოლქის გუბერნატორია სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России