Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ტრამპთან 9 ივლისამდე გააფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას

0

ევროკავშირი კვლავ გეგმავს აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას 9 ივლისამდე - მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შორის "კარგი მიმოცვლა" შედგა, იუწყება კომისიის პრესმდივანი 7 ივლისს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა არსობრივი გარღვევა მოლაპარაკებაში, რომელმაც უნდა შეაჩეროს აშშ-ის მხრიდან გადასახადების მკვეთრი მომატება თავისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის.

ამჟამად ბევრი ქვეყანა უახლოვდება აშშ-ისთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის დაწესებულ ვადას - მას მერე, რაც ტრამპმა გლობალურ საგადასახადო რყევებს მისცა ბიძგი და საფინანსო ბაზრებზე დიდი მღელვარება გამოიწვია.

კვირას, 6 ივლისს, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ახლოსაა რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებასთან და რომ სხვა ქვეყნები 9 ივლისს მიიღებენ ინფორმაციას გადასახადების ზრდის თაობაზე. ტრამპის თქმით, ახალი გადასახადები ძალაში 1 აგვისტოს შევა.

ამასთან, ტრამპმა მიზანში ამოიღო BRICS-ის ჯგუფში გაერთიანებული, განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები - მაშინ, როცა ამ ქვეყნების ლიდერები ბრაზილიაში იკრიბებოდნენ - და განაცხადა, რომ გადასახადებს კიდევ 10 პროცენტით გაუზრდის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლებიც "ანტიამერიკულ" პოლიტიკას გაიზიარებენ.

BRICS-ი მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ასევე უფრო გვიან გაწევრიანებულ ქვეყნებს - ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

ტრამპის მიერ 2 აპრილს გაკეთებული განცხადების შესაბამისად, საგანგებო ხელშეკრულებების გარეშე, აშშ-ის მხრიდან იმპორტის უდიდესი ნაწილისთვის ფართოდ დაწესებული გადასახადები ამჟამინდელი 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზრდება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России