Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პალესტინელთა უფლებების შესახებ გაეროს სპეცმომხსენებელს

0

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სანქციები დაუწესა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს „1967 წლიდან ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, იტალიელ ფრანჩესკა პაოლა ალბანეზეს.

მარკო რუბიოს გადაწყვეტილება 9 ივლისს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.

ალბანეზე მათ შორის იყო, ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ურჩევდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერების გაცემას.

სასამართლომ ეს ორდერები 2024 წლის ნოემბერში გასცა. ამის გამო 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს წარმომადგენლებს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის სანქციებს უწოდა კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა.

სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ფრანჩესკა ალბანეზე პირდაპირ თანამშრომლობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეების დევნისა და დაპატიმრების მიზნით, ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე. რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები, ამიტომ მსგავსი ქმედებები ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

აშშ ალბანეზეს ბრალს სდებს მიკერძოებულ საქმიანობაში, ანტისემიტიზმსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში. ვაშინგტონი უკმაყოფილოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის მოწოდებებითაც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს მსოფლიოში ათეულობით კომპანიის, მათ შორის ამერიკული კომპანიების საქმიანობა.

2025 წლის ივლისის დასაწყისში ალბანეზემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც 48 საერთაშორისო კომპანია დაადანაშაულა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების „უკანონო ოკუპაციითა და აპარტეიდით“ და ღაზის სექტორში „გენოციდით“ სარგებლის მიღებაში.

2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России