Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

აშშ და ირანი 12-დღიანი ომის შემდეგ მოლაპარაკებების განახლებისთვის ემზადებიან

0

აშშ და ირანი მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად იმ ფონზე, როცა ორ მხარეს შორის ძლიერი დაძაბულობა და დაბალი ნდობაა.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, მოლაპარაკებების გამართვა 10 ივლისს ოსლოში იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გადაიდო.

როცა მოლაპარაკებები გაიმართება, ეს იქნება ბირთვული დიპლომატიის პოტენციური რესტარტი დიდი ხნის მტრებს შორის, სულ რაღაც კვირების შემდეგ, რაც ისრაელი-აშშ-ის საჰაერო დარტყმების სამიზნედ იქცა ირანის ბირთვული ობიექტები.

ისრაელმა ირანზე იერიში დაიწყო 13 ივნისს, სულ ორი დღით ადრე თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდამდე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაბმულიყო ისრაელის მიერ ირანზე წამოწყებულ იერიშში. ამის შემდეგ კი, ვაშინგტონმა იშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

8 ივლისს „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ თვალსაზრისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი სვამს შეკითხვას - როგორ შეიძლება თეირანი „ენდოს შემდგომ მონაწილეობას“ პროცესში მას შემდეგ, რაც იხილა, როგორ „უპასუხა ირანის კეთილ ნებას ორმა ბირთვული შეიარაღების მქონე სამხედრო ძალამ თავდასხმით“.

ტრამპი ლაპარაკობს „პერმანენტული გარიგების“ მიღწევაზე, თუმცა არ დაუზუსტებია, რას შეიძლება მოიცავდეს ეს შეთანხმება.

მისი ბოლოდროინდელი ქმედებები მიანიშნებს მოკლევადიანი კრიზისების მენეჯმენტიდან უფრო ფართო სტრატეგიული მოგვარებისკენ შეტრიალებაზე, ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას, რეგიონზე გავლენასა და შუა აღმოსავლეთის უსაფრთხოების ფართო არქიტექტურას შეეხება.

ისრაელთან 12-დღიანი ომის შემდეგაც, ირანი ირწმუნება, რომ დიპლომატიას ემხრობა, ამასთან ითხოვს გარანტიებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოიცავდეს ისრაელის მიერ შემდგომი თავდასხმების წამოწყების თავიდან აცილებას.

24 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ტრამპი შერეულ სიგნალებს უშვებს იმის თაობაზე, რამდენად ღირს ირანთან შეთანხმების მიღწევა მისი ბირთვული პროგრამის ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანზე განხორციელებული დარტყმებით ირანის ბირთვული ობიექტები „განადგურდა“. ირანმა აღიარა, რომ ობიექტები მასშტაბურად დაზიანდა, მაგრამ დაიმუქრა, რომ გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას და რაც უმნიშვნელოვანესია - ურანის გამდიდრებას.

შესაძლებელია, ავიადარტყმების შედეგად, ირანმა დაკარგა ბერკეტი, თუმცა მაინც ფლობს გარკვეულ ელემენტებს: იერიშების დაწყებამდე ირანს ჰქონდა 400 კგ-ზე მეტი 60%-მდე გამდიდრებული ურანი და მცირე ნაბიჯი აშორებდა ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამდიდრებული ურანის ნაწილი მან დაუზუსტებელ ადგილას გადაიტანა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ არ გააჩნია ინფორმაცია აღნიშნული მასალის ადგილმდებარეობის შესახებ.

ამასთან, ირანმა შეწყვიტა თანამშრომლობა IAEA-ს ინსპექტორებთან. თეირანი ვარაუდობს, რომ გაეროს ბირთვული სააგენტოს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას შეეძლო ხელი შეეწყო ირანზე ავიადარტყმებისთვის. ირანის ამ გადაწყვეტილებამ გაზარდა შეშფოთება, რომ ის შეიძლება ახლოს იყოს „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გამოსვლასთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, თუკი ირანი განაახლებს ურანის მაღალი ხარისხით გამდიდრებას, ის მორიგი დაბომბვის ბრძანებას გასცემს.

ყველაფრის მიუხედავად, თეირანი და ვაშინგტონი ირწმუნებიან, რომ დიპლომატია სურთ, თუმცა შესაძლოა, ირანს მეტად სჭირდებოდეს შეთანხმების მიღწევა, ვიდრე აშშ-ს. შეთანხმების არარსებობის პირობებში არა მხოლოდ მორიგი სამხედრო მოქმედების საფრთხე ნარჩუნდება, არამედ ირანს აგრეთვე მოელის გაეროს სანქციები, რომელთა ხელახლა დაწესებითაც ევროპის სახელმწიფოები იმუქრებიან.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России