Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის - პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

0

კვირას, 13 ივლისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების - "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის", "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" და "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" - წარმომადგენლები რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ მზია ამაღლობელისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად.

„ჩემს უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ - ის არ არის მარტო“ – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გილენ კაიზერმა და დასძინა: „რა საშინელი უსამართლობაა, რომ ამ ჟურნალისტმა, რომელიც თავად არის სინათლის შუქურა, შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. ხოლო პოლიცია, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, არანაირი შედეგების წინაშე არ დამდგარა“.

ჟან კავალიემ, “რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-ს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა არაერთი დარღვევა. „ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესიები“ - თქვა მან.

მედიის დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები 14 ივლისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России