Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სტატიას ირანის მიერ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღებისკენ მოწოდების შესახებ

0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Axios-ის სტატიას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბირთვული შეთანხმების ვარიანტს, რომელიც ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას ითვალისწინებს, „ყალბი“ უწოდა.
12 ივლისის სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ მოსკოვმა თეირანს მოუწოდა, დათანხმებულიყო ურანის გამდიდრების შეწყვეტას, და რომ თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნებოდა, რუსეთი მზად იქნებოდა გაეტანა ირანიდან მაღალგამდიდრებული ურანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტატიას ასევე უწოდა „კიდევ ერთი ბინძური, პოლიტიზებული კამპანია, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის მიზნით მიმდინარეობს“.

„ჩვენ მუდმივად და არაერთხელ გავუსვით ხაზი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების აუცილებლობას და გამოვთქვით მზადყოფნა, წვლილი შევიტანოთ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების პოვნაში“, - აცხადებს კრემლის საგარეო უწყება.

ირანს, ერთი მხრივ და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანის შორის მეორე მხრივ, 2015 წელს დაიდო შეთანხმება (მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა- JCPOA) , რომელიც ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ხოლო დასავლეთს თეირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას ავალდებულებდა.

აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივად გავიდა შეთანხმებიდან და ახალი სანქციები დააწესა.
მის მონაწილეებს, ირანსა და ევროპის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და რუსეთს, შეთანხმება არ დაუტოვებიათ. აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების გაზრდა.

2025 წლის აპრილიდან აშშ-სა და ირანსა შორის ბირთვულ მოლაპარაკება განახლდა.
ივნისში ისრაელის ავიაციამ დაბომბა ირანის ბირთვული, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები. მიზნობრივად მოკლული იქნა ირანის არაერთი სამხედრო მეთაური და ბირთვული ფიზიკოსი. მოგვიანებით ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა აშშ-მა, რომელიც, ისევე როგორც ისრაელი, თვლის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს წარმოადგენს.
ირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნა აქვს განზრახული და აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
თეირანმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას სამოქალაქო მიზნებით ურანის გამდიდრებაზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России