Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

მოსამართლე მჭედლიშვილმა თქვა, რომ სხდომას დახურავს, თუ სოციალურ ქსელში მოხვდა დარბაზში გადაღებული ფოტო

0

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხვდება სოციალურ ქსელში სასამართლო სხდომაზე გადაღებული ფოტო, სხდომას დახურავს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 10 ივლისს ორი დემონსტრანტის, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის, სასამართლო სხდომა დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების ფოტოები, სხდომაზე გადაღებული.

„ვთქვი, რომ თუ ვნახავდი ფოტოს სოციალურ ქსელში, მივიღებდი ზომებს, ამის მიუხედავად, თქვენ მაინც გადაიღეთ ფოტო, რომელიც გავრცელებულია სოციალურ ქსელში. მე არ მინდა ახლა მივიღო ზომები, რადგან ეს ეხებოდა ვასილ კაძილაშვილის შვილს. დღევანდელი სხდომის შემდეგ, თუ კიდევ გამოქვეყნდება რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, მივმართავ კანონით გათვალისწინებულ ზომებს და შეიძლება სხდომაც დავხურო. ვიმედოვნებ, რომ არ დამჭირდება და ღია სხდომაზე გავაგრძელებ ამ საქმის განხილვას“, - თქვა მოსამართლე მჭედლიშვილმა 14 ივლისს სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ ითხოვა, რომ სასამართლომ ზომებს მიმართოს არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად.

მოსამართლემ უპასუხა:

„მიუხედავად იმისა, რომ მანდატურები გაფრთხილებულები არიან, რომ თუ ფოტო-ვიდეოგადაღება ხდება, უზრუნველყონ ისე, რომ არ შეეშალოს ხელი განხილვას. გაგაფრთხილეთ, რომ ვიდეო და ფოტო არ გადაიღოთ-მეთქი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვხვდებით სოციალურ ქსელში ფოტოებს. მე ვერ დავიწყებ ახლა, ვინ განახორციელა და ვინ - არა, სწორედ ამიტომ არ გამოვიყენე დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული ღონისძიებები, რომ არ დაირღვეს ბრალდებულების უფლებები....უფრო მარტივია ამ ზომის გამოყენება, რისი გაკეთების უფლებაც მაქვს, თუმცა არ მინდა".

ადვოკატმა კახა კოჟორიძემ გადაწყვეტილება გააკრიტიკა: "ეგ მარტივი მეთოდი არ იქნება სამართლიანი მეთოდი ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამ სხდომას 8 ადამიანის ოჯახის წევრები ესწრებიან.... ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილონ, დაინახონ და გამოელაპარაკონ... ფოტო რაც გავრცელდა, არავის მიმართ შეურაცხმყოფელი არ იყო, არავის არ აყენებდა შეურაცხყოფას...არ შეიძლება კანონში, რომელშიც პარლამენტის წევრები იღებენ შესაბამისი პროცედურის დაცვით, რაციონალური მარცვალი არ დავინახოთ, რა არის ამ აკრძალვის მიზანი. არის ის, რომ სასამართლო პროცესიდან ვრცელდებოდა, მათი შეფასებით, ინფორმაცია, რომელიც პოლიციელს არასწორად მოიხსენიებდა ან ა.შ. "ტვ პირველმა" რამდენიმე სხდომის წინ მიმართა იუსტიციის საბჭოს გადაღების მოთხოვნით. აკრძალული არ არის, შესაძლებელია მათი თანხმობით მოხდეს. პატივს არ სცემენ საზოგადოების ამ თხოვნას, რომ არგუმენტები მაინც გვითხრან, არ აინტერესებთ საზოგადოების ინტერესი... პატიმარმა მამამ შვილს დაბადების დღე მიულოცა და ამის გამო აკრძალოთ სხდომაზე დასწრება, ეს არასამართლიანია", - თქვა კოჟორიძემ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: "კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას, მიუხედავად იმისა-მეთქი, რომ აღნიშნული გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ მე გაფრთხილება მქონდა ამასთან დაკავშირებით, არ გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. მოქმედი კანონმდებლობით, ამ ეტაპისთვის აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება და მე ვიმედოვნებ, რომ სხვა მკაცრი საშუალების გამოყენება არ დამჭირდება."

საუბარში ერთვება ვეფხია კასრაძე: რატომ აგვიკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება, რატომ არ უნდათ საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს? აი, ამაზეა ბოიკოტი საჭირო".

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 30 ივნისიდან აიკრძალა სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.

ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს, - კანონით დადგენილ უწყებას, - თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России