Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

რუსეთის პროკურატურა მწერალ ბორის აკუნინისთვის 18-წლიან პატიმრობას მოითხოვს

0

რუსეთის პროკურატურა მოითხოვს მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად მიესაჯოს 18-წლიანი პატიმრობა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში - ტერორისტული მოქმედებების მხარდაჭერის, ტერორიზმის გამართლების და ე.წ. "უცხოეთის აგენტის" რეესტრის წესების შეუსრულებლობის მუხლებით. აკუნინის საქმეს განიხილავს სამხედრო სასამართლოს საოლქო ინსტანცია.

"მედიაზონის" კორესპონდენტი სასამართლოს დარბაზიდან იუწყება, რომ პროკურორი ნატალია მაკაროვა ასევე მოითხოვს აკუნინის დაჯარიმებას 400 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 100 ამერიკული დოლარი) ოდენობით და მისთვის საინტერნეტო გვერდების მართვის აკრძალვას სასჯელის მოხდიდან 5 წლის განმავლობაში.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 2025 წლის 11 იანვრიდან 24 აპრილამდე ბორის აკუნინმა თავის ტელეგრამის არხზე განათავსა "არანაკლებ 33 მასალა", იმის აღნიშვნის გარეშე, რომ ეს მასალები ეხებოდა "უცხოეთის აგენტის" ქმედებებს.

ტერორიზმის გამართლების შესახებ ბრალდება უკავშირდება აკუნინის მიერ ტელეგრამით 2024 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტს - "ახლა მე რევოლუციას ვუჭერ მხარს, რადგან სხვა არანაირი საშუალებით არ გამოვა დიქტატურისგან გათავისუფლება. არჩევნები არ არის და არ იქნება, ოპონენტებს რეჟიმი ხოცავს ან ციხეებში ალპობს. დიახ, რევოლუცია - ეს აფეთქებაა. მაგრამ ისტორიაში არსებობს ისეთი ხერგილები, რომლებსაც აფეთქების გარდა, ვერაფრით ვერ გაწმენდ".

"ტერორისტული მოქმედების მხარდაჭერად" ბრალდება მიიჩნევს სატელეფონო საუბარს აკუნინსა და ე.წ. პრანკერებს, ვოვანსა და ლექსუსს შორის - რომლებმაც მას თავი წარუდგინეს უკრაინის პრეზიდენტად, ვოლოდიმირ ზელენსკიდ და კულტურის მინისტრად, ოლექსანდრ ტკაჩენკოდ. ამ საუბარში აკუნინი გამოდიოდა "რუსეთის და უკრაინის კულტურის მოღვაწეების გაერთიანებისკენ" მოწოდებით და აცხადებდა, რომ გამარჯვება შეიძლება მოხდეს მხოლოდ "ტვინებსა და გულებში" და არა ბრძოლის ველზე. აკუნინი ასევე გამოდიოდა მოწოდებით, აქტიური აგიტაცია ჩასტარებოდათ რუსეთის სამხედროებს, რათა ისინი უკრაინას ჩაჰბარებოდნენ და უკრაინის მხარეს გადასულიყვნენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России