Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

„თავზე აქვს ნაკერები, ეტლით გადაადგილდება“ - ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩიაშვილს საკანში უცნობმა სცემა

0

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ბაჩიაშვილი ნაცემია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს 11 ივლისს, საღამოს შვიდი საათისთვის, მისთვის უცნობმა პირმა სცემა:

„გიორგი საკანში მარტოა. ამ საკანში ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება. მასთან შევიდა ერთი ადამიანი, რომელიც თავიდანვე აგრესიული ქცევით გამოირჩეოდა. დაუწყო ჩხუბი, ცემა, ამ ადამიანს არ იცნობს“.

დავით ჯანდიერი ამბობს, რომ გიორგი ბაჩაშვილს ხილული დაზიანებები აქვს სახის არეში, თავზე აქვს ნაკერები, დაზიანებული აქვს ხელი და ეტლით გადაადგილდება:

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ის გადაიყვანეს კლინიკა "ვივამედში", გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დააბრუნეს და ახლა პენიტენციურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება“.

დავით ჯანდიერი აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ სპეციალურ განცხადებას.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო გაავრცელებს.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

2025 წლის მარტის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России