Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

შსს საზღვარზე მყოფ უკრაინელებზე: “მათი შემოშვება დაკავშირებულია საფრთხესთან”

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ვითარებაზე - იქ სარდაფის ტიპის სივრცეში იმყოფებიან რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ყოფილი პატიმრები.

“მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი კომენტარი პროსახელისუფლებო მედიებმა, ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “რუსთავი 2-მა" გაავრცელეს.

დარახველიძის სიტყვებით, „აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება”.

"ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ხელისუფლება საზღვარზე ჰუმანიტარული პრობლემის არსებობას არ აღიარებს. “დარიალის” სასაზღვრო და იმიგრაციული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი აცხადებს, რომ უკრაინელების ყოფნის პირობები ნორმალურია.

"ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული, როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია", - უთხრა ლუკა პაატაშვილმა "ქრონიკას".

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და თავად უკრაინელების თქმით კი, ისინი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებიან და ხელი არ მიუწვდებათ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და კვებაზე. სარდაფის ტიპის შენობაში საკმარისი საძილე ადგილებიც არ არის - უკრაინელებს რიგ-რიგობით უწევთ ძილი.

როგორც მანამდე BBC იტყობინებოდა, მოლდოვამ უარი თქვა საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების შეშვებაზე. ორგანიზაცია „უკრაინის პატიმრების დაცვის“ იურისტის, ანა სკრიპკას თქმით, ამის მიზეზი გახდა ის ოთხი ადამიანი, რომლებსაც „თეთრი პასპორტები“ აქვთ - უკრაინის საელჩოს მიერ გაცემული მოწმობები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების უფლებას იძლევა.

„მოლდოვაში ჩასული ადამიანები პოლიციის კონტროლის ქვეშ ჩასვეს ავტობუსში, შემდეგ დამოუკიდებლად გაემგზავრნენ. ზოგმა ვერ ჩააღწია. ეს იყო სწორედ პრობლემა, მათ მოლდოვაში დარჩენის უფლება არ ჰქონდათ, მათ არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ, უკრაინაში დაბრუნების მოწმობის გარდა - კონკრეტულად უკრაინაში და არა მოლდოვაში“, - განმარტა მან.

რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს. მათი უმეტესობა, იძულებით ძალადობრივად გადაყვანის შემდეგ, სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდა.

უკრაინელი ადამიანის უფლებათა დამცველები დეპორტირებულთა ნაკადის ზრდას ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას უკავშირებენ.

2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი რუსეთის მოქალაქეობას არ აიღებს, მის სტატუსს უცხოეთის მოქალაქის სტატუსს გაუთანაბრებენ. სხვა ბრძანების თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში შევიდა ძალაში, უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ და ვალდებულნი არიან, თავიანთი იქ ყოფნა დააკანონონ, მაგალითად, მიიღონ პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა 10 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავად უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მოხდება მათი დეპორტაცია.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России