Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

პარლამენტთან სკამის მიტანის გამო მოსამართლემ თათია აფრიამაშვილი 4000 ლარით დააჯარიმა

0

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 4000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა აქტივისტ თათია აფრიამაშვილს.

აქტივისტის ინფორმაციით, საქმე ეხება 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც სამართალდამცავებმა თათია აფრიამაშვილი და მასთან ერთად კიდევ ორი აქტივისტი პარლამენტის წინ პლასტმასის სკამების მიტანისთვის დააკავეს.

დაკავებულ გოგოებს სურდათ, რომ აქციაზე შეკრებილებისთვის, რომლებიც იქ ღამეს ათენებდნენ, პლასტმასის სკამები მიეტანათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

დაკავებულები იმავე საღამოს გაათავისუფლეს, თუმცა სამართალდამცავები მათ ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

თათია აფრიამაშვილს თვე-ნახევრით ადრე, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - მას შსს "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.

ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ აქტივისტს უჩივლა - ამ დღეს ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, ისინი მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."

შსს სამიდან ორის შემთხვევაში 45-დღიან პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი - ჯარიმას.

სასამართლომ თათია აფრიამაშვილის მსგავსად 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც, მაგდა მამუკაშვილი კი 4 000 ლარით დააჯარიმეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России