Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

მერია ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს - იქ 3 წლის წინ დენის დარტყმით დაიღუპა მოზარდი

0

თბილისის მერია ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ის ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ჩატარდება კვლევები და დეტალური პროექტირება.

„სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები“.

კახა კალაძის თქმით, ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს ჰქონდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება.

ამ პირობას ის უკავშირებს ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს 2022 წელს.

„ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, - ამბობს კახა კალაძე.

სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

შადრევნის კასკადის აღდგენა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 2023 წლის გაზაფხულამდე გადაიდო.

2022 წლის 12 ოქტომბერს კახა კალაძემ შადრევნის კასკადის სამუშაოების მეორე ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა და პარკი გახსნა. მან მაშინ თქვა, რომ ვაკის პარკის განახლება უკვე 33 მილიონი ლარი დაჯდა.

საზეიმო გახსნიდან მეორე დღეს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. შადრევანში ჩასულ ბავშვს დენმა დაარტყა. მიზეზი შადრევნის განათების უხარისხოდ გაკეთებული ელექტროგაყვანილობა გახდა.

ამ ტრაგედიის გამო რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი და "გრინსერვის +-ის", ანუ იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მერიას ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის ჰყავდა შერჩეული.

2023 წლის 10 ივლისს, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ბრალდებულს მიუსაჯა პატიმრობა. მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России