Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

კაია კალასი: საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება. „ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე სულ უფრო მწვავდება

0

„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე სულ უფრო მწვავდება. დღეს მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერა, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი - კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, რომელიც 15 ივლისს ბრიუსელში გაიმართა.

იმავე ბრიფინგზე, საქართველოში გაგზავნილი წერილის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად კაია კალასმა განმარტა:

„რაც შეეხება თქვენი შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში გაგზავნილ წერილს შეეხება: როგორც იცით, ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან 2017 წლიდან. ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და შესაბამისად არის რეკომენდაციები, რომლებიც მიემართა საქართველოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის ფარგლებში. აქ სრულად არ ამოვიკითხავ, მაგრამ მაგალითად მოვიყვან პუნქტს, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე - გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების ჩათვლით, პირადი ცხოვრების უფლებისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით".

კალასის განმარტებით, მან მხოლოდ ერთი პუნქტი დაასახელა იმ რვიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ჩამოთვლილი.

"ვინაიდან მათ დაუწესდათ ვადა აგვისტოს ბოლომდე ამ პუნქტების შესასრულებლად, დგება საკითხი - როგორი იქნება ჩვენი რეაგირება, თუკი ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. და როცა გვესმის, რომ, მაგალითად, ოპოზიციის 8-დან 7 ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელზეც აღვნიშნე".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერაც ინარჩუნებს პოზიციას, რომ არ დააზიანოს საქართველოს ხალხის ინტერესები:

"ამ დრომდე გვაქვს პოზიცია, რომ არ გვსურს საქართველოს ხალხის დაზიანება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წართმევა, რაც მათზე ზეგავლენას მოახდენს. თუმცა ამავდროულად საქმე ეხება ევროკავშირის სანდოობის საკითხს. თუკი ჩვენ ამას ვითხოვთ, ესე იგი ეს არის სარგებელი, ბონუსი, რომელიც ამ ქვეყანას მივეცით და თუკი ისინი არ ასრულებენ პირობებს, მაშინ ამას მოჰყვება შედეგები იმისთვის, რომ საზოგადოებამ აგრეთვე დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და სერიოზულად არ უდგება კანდიდატის სტატუსს".







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России