Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

სამჯერ მოვინახულეთ ნინო დათაშვილი - სახალხო დამცველის აპარატი

0

სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სამჯერ მოინახულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი, რომლის ახლობლებიც შეშფოთებული არიან ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და ითხოვენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.

ომბუდსმენი პატიმრის თხოვნით არ ავრცელებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა წერს, რომ სხვადასხვა საკითხზე რამდენიმე მიმართვა გაუგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ჩამოთვლილი უწყებებიდან ჩანს, რომ დათაშვილს პრეტენზიები აქვს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საჭიროებს ექიმების დახმარებას.

"შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. აქვე დაკონკრეტებულია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს.

აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე ვადით.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა. ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.

პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა. ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России