Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

გდდ-ს წევრი სასამართლოში ამბობს, რომ აქციაზე სპეცრაზმელებს საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ

0

პროევროპული აქციების მონაწილე 11 ადამიანის საქმის განხილვისას, - რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელის, ლაშა გელაშვილის გამოკითხვა. გამოძიების ვერსიით, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ხალხმრავალ აქციაზე მან დაბეჟილობა და კოჭ-წვივის მყესების დაზიანება მიიღო. ამ ღამით პოლიციამ დააკავა 107 დემონსტრანტი, რომელთა ნაწილი სასტიკად იყო ნაცემი - ოფიციალური მონაცემებით, ამავე ღამეს დაშავდა 10 პოლიციელი.ლაშა გელაშვილის გამოკითხვისას, რევაზ კიკნაძის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება საერთოდ არ ედავება 30 ნოემბრის მოვლენებს იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა.- აქედან გამომდინარე, რევაზ კიკნაძესთან გაქვთ პრეტენზია? - ჰკითხა მან მოწმედ გამოცხადებულ სპეცრაზმელს.- ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს, არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ. პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს, ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია.ლაშა გელაშვილის ძირითადი მოვალეობა პირობით საზღვართან მდებარე პოსტებზე მორიგეობაა. თავისი მოვალეობის აღწერისას მან სასამართლოს უთხრა, რომ აქვთ სპეციალური ნომრები, რომლებიც აქციაზე წასვლის წინაც არ მოუხსნია.ადვოკატის კითხვაზე, რა ნომერია ის და სად უკეთიათ ნომრები, მოწმემ თქვა, რომ თავად 36 ნომერია და ეს ნომერი ჩაფხუტებზე აწერიათ.ეს არის მეორე სპეცრაზმელი ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც იკითხება და პირველი შემთხვევა, როცა გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნომრები - ამ დრომდე როგორც სახალხო დამცველი, ისე ომბუდსმენი და უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოძიების სირთულეებზე სწორედ იმის გათვალისწინებით საუბრობდნენ, რომ აქციების დაშლაში ჩართულ სპეცრაზმელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ.როგორც ლაშა გელაშვილმა უთხრა სასამართლოს, მის დანაყოფში, რომელსაც ბექა გოგიაშვილი ხელმძღვანელობს, სულ 90 კაცია, რომელთაგან ყველას არ იცნობს.- როგორ ცნობთ თქვენს უფროსს? - ეკითხება მას გუჯა ავსაჯანიშვილი.- სიმაღლით, ვიზუალურად...- შენიღბული არ არის?- ვიზუალურად ვცნობ.- როგორ?- ჩვეულებრივად, სიარულის მანერითაც კი ვცნობ.- აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?- არა, არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით.- წესრიგის დაცვის ფარგლებში მოგიწიათ თუ არა კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, დაშლა და ა.შ.- როცა წესრიგს ვიცავდი იქ, მომხვდა ფეხში ქვა... ორი კვირა სახლში ვიყავი. არც დარბევაში მიმიღია მონაწილეობა....- კადრები რაც ვრცელდებოდა, თუ გინახავთ, სადაც სპეცრაზმელების მსგავსი სამოსით მოქალაქეებზე ძალადობდნენ?- ტელევიზიებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ პირადად ეგენი არ მინახავს... არც გამიგია.- თქვენ ვერ დაინახეთ ქვა ვინ გესროლათ?- სახეზე არ დამინახავს, შავი ფორმები ეცვათ.- ფორმას რატომ ეძახით?- შავი ტანსაცმელი, ჯინსის შარვალი ან რაღაც ეგეთი... ვვარაუდობ, არა, ჯინსის შარვლები ეცვათ ძირითადად...- მატერიას ამოწმებდით?- ლურჯი ფერის შარვლები იყო.- შავი არ იყო? წეღან თქვით.- შავი ზედები ეცვათ.- თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?- არ ვიცი ვაფშე მსგავსი რაღაცა, დაზუსტებით ვერ ვიტყვი.- შესაბამისად ხომ იმასაც ვერ იტყვით, რომ ეს ადამიანი სპეციალურად იყო შეგზავნილი?ადვოკატის ამ კითხვის შემდეგ პროკურატურა კითხვის აცილების შუამდგომლობას აყენებს, მოსამართლე ამ შუამდგომლობას აკმაყოფილებს.მოწმე სასამართლოს ეუბნება, რომ ისინი პერიოდულად გადიან კურსებს იმისათვის, რომ აქციების დაშლისას სამართლებრივ ფარგლებს არ გასცდნენ და არაკანონიერი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. მისივე თქმით, ბოლოს ასეთი სწავლება ერთი წლის წინ გაიარა. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ მისი დეპარტამენტის ფუნქცია ანტისამთავრობო, პროევროპულ აქციებზე იყო პარლამენტის შიდა ტერიტორიის დაცვა და პარლამენტის გარეთ რა ხდებოდა, ვერ ხედავდა.საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვების პარალელურად, 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე მომხდარი ძალადობის ასობით ფაქტზე ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი არ არის გამოვლენილი და დასჯილი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России