Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა ეკლესიაზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ ღაზაში დახმარება ჩაიტანა

0

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა 18 ივლისს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზაში ჩავიდა, რათა ანკლავში ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარება ჩაეტანა.
ის - როგორც იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი, და ვატიკანის წარმომადგენელი ეჭვქვეშ აყენებენ ისრაელის მიერ ინციდენტთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებებს.

ერთი დღით ადრე, ქალაქ ღაზაში, წმინდა ოჯახის ეკლესიის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ეკლესიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დარტყმის შედეგად მისი სახურავი დაზიანდა მთავარ ჯვართან ახლოს, ქვის ფასადი დამწვა და ჩაიმსხვრა ფანჯრები.

ეკლესიამ ასობით პალესტინელს თავშესაფარი შესთავაზა 2023 წლის ოქტომბერში ანკლავში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ჯგუფი) წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, რომელიც მოჰყვა დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ისრაელზე, როცა 1200 პირი დაიღუპა ლა 250 მძევლად აიყვანეს.

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში პიცაბალამ განაცხადა, რომ კათოლიკური წარმომადგენლობა ღაზაში დარჩება „რაც უნდა მოხდეს“ და ეჭვები გამოთქვა ისრაელის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ეს დარტყმა შეცდომა იყო.

"ჩვენ სამიზნე არ ვართ. ამბობენ, რომ ეს შეცდომა იყო. თუმცა აქ ყველას სჯერა, რომ ეს შეცდომა არ იყო“, - თქვა კარდინალმა, რეგიონში უმაღლესმა კათოლიკურმა ავტორიტეტმა.
ვატიკანის მთავარმა რედაქტორმა, ანდრეა ტორნიელიმ, წმინდა საყდრის ოფიციალურ საინფორმაციო გამოშვებაში დაწერა, რომ ისრაელის მიერ შეცდომაზე ლაპარაკი და მისი დაპირებები გამოძიების ჩატარების შესახებ „ძნელად თუ იქნება ნუგეშის მომცემი“.
„არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობაშია ნანგრევებად ქცეული მეჩეთებსა და ეკლესიებთან, რომლებზეც თავდასხმები განხორციელდა (...), არამედ იმიტომაც, რომ წლინახევრის შემდეგაც არ არსებობს ღაზის სამრევლოში სნაიპერის მიერ ორი ქრისტიანი ქალის მკვლელობის გამოძიების შედეგები “, - თქვა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 17 ივლისს ეკლესიაზე თავდასხმაში „ბრმა საბრძოლო მასალა“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ინციდენტს იძიებს და კვლავ ერთგული რჩება მშვიდობიანი მოსახლეობისა და წმინდა ადგილების დაცვისა“.
ვატიკანის ცნობით, ნეთანიაჰუმ 18 ივლისს რომის პაპ ლეონ XIV-ს დაურეკა.
მის თანახმად, საუბრისას ლეონმა კვლავ მოუწოდა ისრაელს ომის დასრულებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და წმინდა ადგილების დაცვისკენ და გამოთქვა ახალი შეშფოთება ღაზაში „დრამატული ჰუმანიტარული ვითარების“ გამო.

ნეთანიაჰუს ოფისიდან, რომელმაც ინციდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა, დაუყოვნებლივ განცხადება არ გავრცელებულა. თეთრი სახლის თქმით, ტრამპის რეაქცია თავდასხმაზე „დადებითი“ არ ყოფილა.

უკიდურესად იშვიათია, რომ უცხოელ ოფიციალურ პირებს ღაზაში შესვლის უფლება მიეცეთ, რადგან ისრაელმა ფაქტობრივად ჩაკეტა საზღვრები. პიცაბალასთან ერთად იყო იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე III.
ორმა რელიგიურმა ლიდერმა „ასობით ტონა საკვების მარაგი, პირველადი დახმარების ნაკრები და სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა“ ჩამოიტანა, ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში.

დახმარება განკუთვნილია არა მხოლოდ ღაზის მცირერიცხოვანი ქრისტიანული თემისთვის, არამედ „რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის“, განაცხადა საპატრიარქომ და დასძინა, რომ მან ასევე უზრუნველყო ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია.
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ 2023 წლის ოქტომბერში დაწყებული სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 58 ათასამდე ადამიანი. რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ის თითქმის მთლიანად დანგრეულია, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России