Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

„ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ამ ძალადობას ამართლებს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკის შესახებ

0

„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ფეისბუკ-პოსტით ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარს, რომელიც მან 18 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების ერთადერთი გზა "რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაა“.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი ძალადობას ამართლებს:

„ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე.

ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს - კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა - ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი“, - წერს ის სოციალურ ქსელში და თავის პოსტს ურთავს ვიდეოკოლაჟს, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულების სახელები და გვარები და სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ვიდეო-კადრებია დამონტაჟებული.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს თან ურთავს პოსტსკრიპტუმსაც და წერს:

„ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“.

18 ივლისს, ელჩის კომენტარის ფონი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ევროკავშირის მხრიდან "შანტაჟის" და "სუვერენიტეტში ჩარევის" შესახებ. "ქართული ოცნების" წევრები ამ გზავნილებით ცდილობენ მოსახლეობის წარმოდგენებში ევროკავშირის დისკრედიტაციასა და დემონიზაციას.

ელჩი აღნიშნავდა, რომ გარკვეულწილად ევროკავშირს უკვე შეჩერებული აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს აღარ შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ევროკომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 1 სექტემბრიდან მოსალოდნელია, რომ ვიზის გარეშე ვერც საქართველოს მოქალაქეები ვერ ივლიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России