Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას“ - თსუ-დან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა იმართება

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა იმართება გზავნილით - „მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას"

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები არიან.

მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ აღიარებენ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება ბათუმშიც.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროევროპული აქციების მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა კოალიციისა „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში გეგმავენ.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია არჩევნებზე მსჯელობა საქართველოში დღეს არსებული ვითარებისა და, მათ შორის - პოლიტიკური ლიდერების მასობრივად დაპატიმრების ფონზე.

19 ივლისს პროევროპული პროტესტის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური აქციების 234-ე დღეა.

თითქმის 8 თვის წინ, პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გახდა ცნობილი - ხელისუფლებაში მყოფი პარტია არ აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დღევანდელი მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი - 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России