Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი, ზელენსკი აცხადებს, რომ კიდევ იქნება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე

0

აღმოსავლეთ უკრაინაში იზრდება მსხვერპლის რიცხვი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს შეტევებს და აცხადებს, რომ ორი სოფელი დაიკავა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ საპასუხო დარტყმები კიდევ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე.

უკრაინას ჯერჯერობით არ უპასუხია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომ მისმა ძალებმა 26 ივლისს დაიკავეს სოფელი ზელიონი ჰაი დონეცკის რეგიონში და სოფელი მალინივკა დნეპროპეტროვსკის რეგიონში.

ზელენსკიმ ილაპარაკა აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლაზე, თუმცა ასევე აღნიშნა უკრაინის არმიის დანაყოფების წარმატებული ნაბიჯები სუმის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მისი ძალები "ოკუპანტებს ანეიტრალებენ სასაზღვრო არეალებში".

ორი მხარის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით არ ხერხდება.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შეტევის სამიზნედ რჩება არეალები პოკროვსკის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის სიახლოვეს - ქალაქის, რომელშიც ომამდე 60 000-ზე მეტი ადამიანი სახლობდა, და რომელიც ახლა ფაქტობრივად ნანგრევებადაა გადაქცეული, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ივლისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუკი მოსკოვი კიევთან შეთანხმებას სექტემბრის დასაწყისამდე არ გააფორმებს.

ტელეკომპანია Fox News-ის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ ტრამპი "უფრო და უფრო იმედგაცრუებულია", რადგან პუტინთან სატელეფონო საუბრებში კარგი მიმოცვლის მიუხედავად, "ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს".

ტრამპი "მოთმინებას კარგავს. ის კარგავს ნებას კვლავაც დაელოდოს რუსეთის მხარეს, რომ ის რამეს მოიმოქმედებს ამ ომის დასასრულებლად" - თქვა რუბიომ და დასძინა - "პუტინი ამ ომს ვერანაირას შეინარჩუნებდა, რომ არა ჩინეთის მხრიდან მხარდაჭერა, განსაკუთრებით მისი ნავთობის შესყიდვის კუთხით".

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 26 ივლისის ვიდეომიმართვაში ასევე თქვა, რომ გაგრძელდება საპასუხო თავდასხმები სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России