Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

Bloomberg: მატვიენკოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე იტალიამ და საფრანგეთმა გაუხსნეს

0

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და უკრაინის გამო სანქცირებული სხვა რუსი პარლამენტარები ჟენევაში, საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ მოხვდნენ, რაც სამთავრობო თვითმფრინავმა იტალიის და საფრანგეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთის უფლება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ სანქცირებული ვალენტინა მატვიენკო და რუსეთის დუმის დეპუტატები, მათ შორის ლეონიდ სლუცკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერები არიან, ივლისის ბოლოს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მონაწილეობდნენ საპარლამენტთაშორისო კავშირის(IPU) მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რამაც უკრაინის, მისი მოკავშირეებისა და რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერების პროტესტი გამოიწვია.

28 ივლისს, მატვიენკომ IPU-ს მიერ ორგანიზებულ ქალი სპიკერების სამიტზე გამოსვლა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებისა და კრემლის პროპაგანდისტული პოზიციის გამოხატვის მიზნით.

ავიამომოსვლის მინიტორინგის სერვისის მონაცემთა მიხედვით, ჟენევისკენ 27 ივლისს მიმავალმა თვითმფრინავმა გადაუფრინა თურქეთს, ხმელთაშუა ზღვას და იტალიას, 30 ივლისს მოსკოვში დაბრუნებისას კი საფრანგეთის და იტალიის საჰაერო სივრცეებით ისარგებლა.

ევროკავშირმა რუსულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში შესვლა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე აუკრძალა.

Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, იტალიამ რუსეთის თვითმფრინავს თავის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება მისცა შვეიცარიის მთავრობის თხოვნით და ნებართვის გაცემამდე კონსულტაცია ჰქონდა საფრანგეთთან, რომლის მთავრობამაც ანალოგიური განაცხადი მიიღო.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონკრეტულად ამ ფაქტის კომენტირებაზე უარი თქვა, მაგრამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას სანქცირებულებისთვის გამონაკლისის დაშვება შეუძლია დიპლომატიური, ჰუმანიტარული, ან სამედიცინო მიზნებით.

ჟენევაში მატვიენკოს სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მატვიენკომ, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანქესიის შემდეგ, დემარშს უწოდა „კოღოს ნაკბენი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს“.

ჟენევაში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის გამო საპროტესტო აქცია გამართეს ორგანიზაციის, „მომავლის რუსეთი" აქტივისტებმა.

29 ივლისს ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ღია წერილი შვეიცარიის მთავრობისა და პარლამენტის და საპარლამენტთაშორისო კავშირისადმი. პუტინის პოლიტიკისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მატვიენკოს და ომის სხვა დამნაშავეთა მონაწილეობის გამო და აცხადებენ, რომ ნეიტრალიტეტი გამართლება არ არის და საერთაშორისო მოედნები არ უნდა იქცეს ტრიბუნად მათთვის, ვინც ქალაქებს ანგრევს, ჟურნალისტებს კლავს, ოპოზიციონერებს აპატიმრებს და პოლიტიკოსებს წამლავს.

ხელმომწერები მოითხოვენ საჯარო განმარტებას, რის საფუძველზე შეუშვეს სანქცირებული პირები შვეიცარიის და ევროპის ტერიტორიაზე და გამოძიებას, რომელმა ქვეყანამ გასცა ტრანზიტის უფლება და დაირღვა თუ არა სანქციების რეჟიმი. მოთხოვნებს შორისაა მატვიენკოსთან, ტოლსტოისთან, სლუცკისა და კრემლთან საპარლამენტთაშორისო კავშირის, შვეიცარიის მთავრობისა და პარლამენტის და ჟენევის კანტონის ადგილობრივი ხელისუფლების კავშირების გამოძიებაც.

300-მდე ხელმომწერს შორის არიან რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერებიც გენადი გუდკოვი, ილია იაშინი, ლეონიდ ვოლკოვი, ლევ პონომარიოვი, ვლადიმირ კარა-მურზა და სხვები.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России