Добавить новость
103news.com
World News
Июль
2025

ოროზმანში არქეოლოგებმა ადამიანის ქვედა ყბა იპოვეს, ის, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის

0

დმანისის მუნიციპალიტეტში, ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე, სადაც არქეოლოგიური ექსპედიცია გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, გათხრებისას 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. არტეფაქტი, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.
ჰომო ერექტუსი ადამიანის ნაკლებგანვითარებული წინაპარია, რომელიც უკვე ორ ფეხზე დგას და ქვის იარაღებს ხმარობს, მაგრამ ძალიან პატარა ტვინი აქვს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი და ცეცხლის დანთება ჯერ არ იცის.
ოროზმანში გათხრები მიმდინარეობს 1.77-1.84 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში - ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.

მნიშვნელოვანი აღმოჩენის გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში, ექსპედიციის მონაწილეებით დაინტერესდა კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც არტეფაქტის არასათანადო პირობებში შენახვის საქმეს იძიებდა.
ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე გათხრები სამი წლის განმავლობაში შეფერხებული იყო - ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კულტურის მაშინდელ მინისტრ თეა წულუკიანს პოლიტიკური ნიშნით დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებდნენ, ექსპედიციების ჩატარების ნებართვას ვერ იღებდნენ.
სახალხო დამცველმა არქეოლოგიურ კვლევებზე ნებართვების შეზღუდვა 2024 წელს დისკრიმინაციად მიიჩნია.
2025 წელს ოროზმანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ქართველ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად ასევე მონაწილეობენ არქეოლოგები აშშ-დან, დანიიდან, საფრანგეთიდან და კოლუმბიიდან.
სოფელ ოროზმანში არქეოლოგიური ძეგლი არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა და პალეონტოლოგმა გიორგი ვანიშვილმა 2019 წელს იპოვეს. ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმიდან ამ აღმოჩენიდან არასრულ სამ წელში, 2022 წლის 24 მაისს გაათავისუფლეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России