Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზელენსკის და ტრამპის უთანხმოების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს

0

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა მას შემდეგ, რაც შეიტყო პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში თებერვლის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამის შესახებ ლემიმ Guardian-თან ინტერვიუში თქვა.

ბრიტანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ მას მეტის გაკეთება შეეძლო უკრაინელი კოლეგებისთვის ტრამპთან შესახვედრად მომზადების დროს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, გავიფიქრე, აააჰ! რატომ არ გავაკეთე მეტი ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად ამ შეხვედრისთვის მომზადების დროს?“ - თქვა ლემიმ.
მან იქვე განმარტა, რომ უკრაინის დელეგაცია ბოლო მომენტში მიიწვიეს, ხოლო ბრიტანული მხარე ტრამპთან საკუთარ შეხვედრაზე ფიქრობდა და დახმარების დრო არ ჰქონდა.
„ზედმეტად მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ მაინც ვგრძნობდი თავს დამნაშავედ“, - დასძინა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მან გაიხსენა, რომ თეთრ სახლში ჩხუბის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ზელენსკი ლონდონში მიიწვია. „კირის ეს „ჩახუტება” (ზელენსკისთან - რედ.) - დღესაც ძალიან ემოციურს მხდის ამის გახსენება - იყო მომენტი, როცა მთელმა მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა“, - იხსენებს ლემი.
მისი თქმით, სტარმერი და ზელენსკი, რომლებიც დაუნინგ სტრიტის ტროტუარზე გადაეხვივნენ ერთმანეთს, გახდნენ „განსახიერება დიდი ბრიტანეთის დაბრუნებისა იმ ადგილას, რომელსაც მას მსოფლიო საზოგადოება ანიჭებს: ხიდების აგება, ისტორიასთან შემაკავშირებელი რგოლი, რომელიც გვეხმარება მსოფლიოს დიდ ნაწილთან ურთიერთობაში“.
ცოტა ხნის წინ, სტარმერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის ლონდონში ვიზიტი, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან მისი დავის შემდეგ შედგა.
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს ზელენსკიმ თეთრი სახლი ვადაზე ადრე დატოვა ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან დაპირისპირების შემდეგ.

ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერის სიტყვები გაისმა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, უკრაინის მხარე დაიკავეს ევროპელმა ლიდერებმა, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელებმა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России