Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

სიდნეის Harbour Bridge-ზე პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობას ათეულ ათასობით ადამიანი შეუერთდა

0
ძლიერი წვიმის მიუხედავად, 3 აგვისტოს ათასობით დემონსტრანტმა სიდნეის ისტორიულ ხიდზე - Harbour Bridge-ზე პალესტინელთა სოლიდარობის მსვლელობა მოაწყო. ომის მონაწილე მხარეებს დემონსტრანტებმა მშვიდობისა და დახმარებისკენ მოუწოდეს ომისგან განადგურებულ ღაზის სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი გაუარესდა. Reuters-ის სააგენტოს ცნობაში ნათქვამია, რომ ღაზაში ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ
, რომელმაც პალესტინის ხელისუფლების თქმით, 60 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მთავრობები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკვების დეფიციტი ფართომასშტაბიან შიმშილს იწვევს.
მსვლელობის - რომელსაც მისმა ორგანიზატორებმა "კაცობრიობის მარში" უწოდეს - მონაწილეთაგან ზოგიერთს შიმშილის სიმბოლოდ ქვაბები და ტაფები ეჭირა. მსვლელობის მონაწილეებს შორის იყო „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი.

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ და მისმა პრემიერმა გასულ კვირას სცადეს მსვლელობისთვის ხელის შეშლა ხიდზე, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობას და მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალს წარმოადგენს და განაცხადეს, რომ იქ მსვლელობამ შეიძლება საფრთხე შექმნას და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. შტატის უზენაესმა სასამართლომ შაბათს გადაწყვიტა, რომ ის შეიძლება გაიმართოს.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ასობით თანამშრომელს განათავსებენ და მსვლელობის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია ასევე ქუჩებში იყო გასული მელბურნში, სადაც მსგავსი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

ბოლო კვირების განმავლობაში პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ღაზის სექტორში ქმედების გამო ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლა გაიზარდა. საფრანგეთმა და კანადამ განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს, ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ იმავეს გააკეთებს, თუ ისრაელი ჰუმანიტარულ კრიზისს არ მოაგვარებს და ცეცხლის შეწყვეტას არ მიაღწევს.
ისრაელმა დაგმო ეს გადაწყვეტილებები, როგორც ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) წახალისება. ჰამასი ოფიციალურად მართავს ღაზას და ისრაელზე მისი და თანამოაზრე გაერთიანებების თავდასხმით 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო ისრაელის არმიამ სახმელეთო და საჰაერო საომარი ქმედებები - რამაც ანკლავის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა.


ავსტრალიის მემარცხენე ცენტრისტმა პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ორი [ისრაელთან ერთად პალესტინელთა] სახელმწიფოს შექმნით პალესტინაში კონფლიქტის მოგვარების იდეას. ისრაელის მხრიდან დახმარების უარყოფა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა „არ შეიძლება დაიცვა ან უგულებელყო“, თქვა მან, თუმცა პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარება არ გამოუცხადებია.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России