ტრამპმა ამოქმედებულად გამოაცხადა ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული ახალი ტარიფები
დღეიდან, 7 აგვისტოდან ამოქმედდა დამატებითი ტარიფები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუწესა ათეულობით სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას.„შუაღამეა! ტარიფებიდან მილიარდობით დოლარი აშშ-ში მიედინება“, - დაწერა 7 აგვისტოს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებითი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო.როგორც CNN-ი წერს, თუ ადრე ტარიფები დაახლოებით 10% იყო, ახლა სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის სხვადასხვა გადასახადი მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყნისთვის ტარიფები ეტაპობრივად იზრდებოდა.საერთო ჯამში, ყველაზე მაღალი ტარიფები ამჟამად დაწესებული აქვთ ბრაზილიას(50%), ლაოსს(40%), შვეიცარიას(39%), სერბეთს(35%).ტარიფები 30%-ია ალჟირის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ლიბიისთვის.გადასახადი 15%-ს აჭარბებს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნისთვის.15%-იან ტარიფებში მოექცა ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, ისრაელი, თურქეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა.ივლისის ბოლოს აშშ და ევროკავშირიც 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ.
