Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება, ზელენსკისთან შეხვედრას კი ახლო პერსპექტივაში არ განიხილავს

0

„დაინტერესება გამოხატული იყო ორივე მხრიდან. ვინ რა სიტყვა თქვა პირველმა - ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა“ - განაცხადა 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პასუხად შეკითხვაზე - ვინ იყო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატორი.

ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ერთი დღით ადრე გავრცელდა თეთრი სახლის მიერ და ითქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შესახვედრად. ხუთშაბათს კი პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ ლიდერების შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვაზე.

7 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ალ ნაჰაიანთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ჰკითხეს აგრეთვე მისი და ტრამპის შეხვედრის ადგილის შესახებაც:

„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზებაში. ერთ-ერთი მეგობართაგანი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ, თუმცა ეს [საამიროები - რთ] იქნებოდა ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი, სავსებით შესაფერისი ადგილი“.

რაც შეეხება პუტინის ზელენსკისთან შეხვედრის პერსპექტივას, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ შორეულ პერსპექტივად აცხადებს:

„არაერთხელ მითქვამს, რომ მთლიანობაში არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ეს შესაძლებელია. მაგრამ, ამისთვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები. ასეთი პირობების შექმნამდე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შორია“.

7 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ განიხილება ლიდერების დონეზე შეხვედრების "სხვადასხვა პოტენციური ფორმატი - ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი შეხვედრისა":

"უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და მოელის ასეთსაცე გაბედულ მიდგომას რუსეთის მხრიდანაც. დროა დავასრულოთ ომი".

6 აგვისტოს ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდა დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივენ უიტკოფს. პუტინის თანაშემწემ 7 აგვისტოს ამ შეხვედრის შესახებაც ილაპარაკა, როცა მას ჰკითხეს სამმხრივი სამიტის - ტრამპი-ზელენსკი-პუტინის შეხვედრის პერსპექტივაზე:

„რაც შეეხება სამმხრივი შეხვედრის ვარიანტს, რომელზეც გუშინ რატომღაც ალაპარაკდნენ ვაშინგტონში, ეს ვარიანტი მხოლოდ ნახსენები იყო ამერიკის წარმომადგენლის მიერ კრემლში შეხვედრის მიმდინარეობისას. თუმცა, ეს ვარიანტი კონკრეტულად არ განხილულა. რუსეთის მხარემ ეს ვარიანტი დატოვა სრულად კომენტარის გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ უპირველეს ყოვლისა ყურადღების კონცენტრირებას დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის მომზადებაზე და უმთავრესად მიგვაჩნია ის, რომ ეს შეხვედრა წარმატებული და შედეგიანი იყოს“.

იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი-უიტკოფის შეხვედრის სავარაუდო დროდ შემდეგი კვირა განიხილება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России