Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ტრამპი ალიევთან და ფაშინიანთან დაგეგმილ შეხვედრებზე: ეს იქნება ისტორიული დღე... ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები...

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"მოუთმენლად ველი, რომ ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვალ თეთრ სახლში, მშვიდობის ისტორიულ სამიტზე. ეს ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე - უშედეგოდ".

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მისი ადმინისტრაცია დიდი ხანია ესაუბრება ორივე მხარეს:

"ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერმინისტრი ფაშინიანი შემომიერთდებიან თეთრ სახლში „სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“".

ტრამპი წერს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის გარდა იქნება ორმხრივი შეთანხმებებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს შეეხება:

"აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო".

თავის პოსტს დონალდ ტრამპი კვლავ 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობის ხაზგასმით ასრულებს:

"ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის. ხვალამდე".

გავრცელებული ინფორმაციით, 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება სომხეთის პრემიერმინისტრს, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. გამოცემა NEXTA-ს ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გამოცემა Washington Post-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინა შეხვედრა 10 ივლისს, აბუ-დაბიში გაიმართა.

მედიით გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России