Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საბოლოოდ პუტინი დათანხმდება უკრაინის თაობაზე შეთანხმებას

0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელთანაც ის პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკაში გეგმავს შეხვედრას, საბოლოოდ დათანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას. „მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მუქარამ შესაძლოა როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის მთავრობამ ეს შეხვედრა მოითხოვა“, განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს Fox News radio-სთან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ პარასკევს დაგეგმილი სამიტი მზადება იქნება შეთანხმების დასრულებისკენ მიმართული მეორე მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. ამავე დროს თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მეორე შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს და რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამომავლო შეხვედრისთვის სამი ადგილი აქვს მონიშნული.
ტრამპმა დასძინა, რომ თუ პარასკევის სამიტს პროდუქტიულად მიიჩნევს, ის მოგვიანებით ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დაურეკავს.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი პარასკევს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს იმ იმედით, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას მიაღწევენ, მაგრამ კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებას მეტი დრო დასჭირდება. „მშვიდობის მისაღწევად, ვფიქრობ, ყველანი ვაღიარებთ, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების განხილვა, აუცილებელია ტერიტორიული დავებისა და პრეტენზიების განხილვა“, თქვა მარკო რუბიომ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეცდომა იქნებოდა მოვლენებისთვის წინ გასწრება და შედეგების პროგნოზირება. რუსეთ-ამერიკის სამიტის შემდეგ ალასკაში არ არის დაგეგმილი რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა. „ეს მოსალოდნელი არ არის, არაფერი მომზადებულა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ რაიმე დოკუმენტი იყოს“, თქვა პესკოვმა.
სხვა საკითხებთან ერთად, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საუბარია სამშვიდობო ინიციატივების განხილვაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში რუსეთ-აშშ-ის სამიტის ფარგლებში.
უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მონაწილეობს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში ალასკაში. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „თავისი მიწის არავისთვის ჩუქებას“ არ აპირებს და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავისით არ დატოვებენ დონბასს. კიევი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს რუსეთთან რაიმე სახის შეთანხმების შემთხვევაში. ასეთ გარანტიებს შორის, როგორც უკრაინის ხელისუფლების განცხადებებიდან ირკვევა, არის ევროკავშირსა და ნატოში წევრობა.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России