Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

რუსეთში "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეიყვანეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

0

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეიყვანა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მარკ კრუტოვი, და ასევე კალინინგრადელი ჟურნალისტი, იგორ რუდნიკოვი.

ამასთან, უწყებამ ამ სიას დაუმატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი სასულიერო პირი, იოან კურმოიაროვი, პუბლიცისტი მარკ სოლონინი და სიკტივკარში მოქმედი დამოუკიდებელი კულტურული სივრცე "რევოლტ-ცენტრი".

მათ სამინისტრო ბრალად უყენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კრუტოვი, კურმოიაროვი, რუდნიკოვი და სოლონინი "ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, ცნობებს, რომლებიც მიემართებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უარყოფითი სახის ფორმირებას". კრუტოვს ბრალს სდებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, ხოლო "რევოლტ-ცენტრს" ადანაშაულებენ ყალბ ცნობებში რუსეთის საარჩევნო სისტემის გარშემო. სამინისტროს ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო "ინტერფაქსი".

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ კრუტოვი, კურმოიაროვი და სოლონინი გამოდიოდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ, და კრუტოვი, ამასთან, "მონაწილეობდა უცხოეთის აგენტების კონტენტის შექმნაში და თანამშრომლობს უცხოეთის აგენტ ორგანიზაციასთან". რადიო თავისუფლებას რუსეთის ხელისუფლება აცხადებს "უცხოეთის აგენტად" და "არასასურველ" ორგანიზაციად.

"უცხოეთის აგენტის" ცნება რუსეთის კანონმდებლობაში გაჩნდა 2012 წელს. თავიდან ეს სტატუსი მიემართებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებსაც უცხოეთიდან ჰქონდათ დაფინანსება და რომლებიც პოლიტიკურ სამუშაოს ახორციელებდნენ. შემდეგ კანონის გამოყენება დაიწყეს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართაც - ძირითადად უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების და მედიის.2025 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონების პაკეტი, რომლითაც გაფართოვდა "უცხოეთის აგენტის" სტატუსის მინიჭების საფუძვლები.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России