Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ირანის პრეზიდენტი სომხეთში: „რეგიონული პრობლემების სხვა სახელმწიფოებზე გადატანა სიტუაციას ართულებს“

0

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ერევანში განაცხადა, რომ რეგიონის პრობლემების სხვა სახელმწიფოებზე გადატანა ვითარებას მხოლოდ აუარესებს.

"მიგვაჩნია, რომ რეგიონში კავკასიური მართვა უნდა შენარჩუნდეს და პრობლემების გადატანა მის ფარგლებს გარეთ არსებული სახელმწიფოებისთვის, სიტუაციას მხოლოდ ართულებს“, - განაცხადა მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ "ყოველთვის ვუჭერდით მხარს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენი უცვლელი პოლიტიკაა, ჩვენ რეგიონში ძალის გამოყენების წინააღმდეგი ვართ".

მისი სიტყვებით, კავკასიაში მშვიდობას ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: "ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას".

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა: "სომხეთისა და ირანისთვის ჩვენს სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ მისი თქმით, დადგა დრო, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე“ აიყვანონ.

„პრეზიდენტ ფეზეშქიანთან დეტალურად განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხები, რომლებიც ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია“, - თქვა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

„ბატონ პრეზიდენტს წარვუდგინე 8 აგვისტოს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის დეტალები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ წინასწარი შეთანხმება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანთან შეთანხმებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რეგიონში საკომუნიკაციო გზების გახსნაა:

"პრაქტიკაში ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს სომხეთსა და ირანს შორის სარკინიგზო თანამშრომლობისთვის, მათ შორის ნახიჩევანი-ჯულფის ხაზზე, რაც ირანის რკინიგზას სომხეთამდე და შემდგომში შავ ზღვაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. სომხეთში გამავალი საკომუნიკაციო გზები ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში იქნება და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თავად სომხეთი და არა მესამე ქვეყანა.“

სომხეთში მასუდ ფეზეშქიანის პირველი ოფიციალური ვიზიტისას, ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ურთიერთგაგების ათ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ირანის პრეზიდენტი ერევანში გუშინ ჩავიდა. მისი თქმით, ვიზიტი მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

ირანი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილ დოკუმენტს, როგორც მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა შეშფოთება გამოთქვა თავის საზღვრებთან უცხოური ჩარევის გამო. თეირანმა ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას, გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის „3+3“ ფორმატში, თუმცა ამავდროულად მკვეთრად შეეწინააღმდეგა ამერიკული სატრანსპორტო დერეფნის პროექტს („ტრამპის მარშრუტი“) და დაიმუქრა, რომ რუსეთთან ერთად ხელს შეუშლიდა მის განხორციელებას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России