Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

მილსადენ "დრუჟბის" აფეთქების გამო უნგრეთს ნავთობი არ მიეწოდება

0

მიმდინარე თვეში უკვე მესამედაა შეწყვეტილი ნავთობის მიწოდება მილსადენ "დრუჟბის" მეშვებით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი სიტყვებით, ეს არის "რუსეთ-ბელარუსის საზღვართან" უკრაინის მხრიდან ნავთობსადენზე თავდასხმის შედეგი. სიიარტომ თავდასხმას უწოდა "უნგრეთის ომში ჩართვის მცდელობა" და განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეჩერება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოქმედებს.

მანამდე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ხანძრის ამსახველი ვიდეოები. ხანძარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩაში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან არც ისე შორს, ნავთობსადენ "დრუჟბაზე" თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ უნეჩაში მდებარე სადგურზე დარტყმის ფაქტი დაადასტურა უნგრულ პოსტზე უნგრულ ენაზე მინაწერით: „რუსებო, წადით სახლში“.

უკრაინულმა დრონებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში მესამედ შეუტიეს რუსეთში ნავთობსადენ "დრუჟბასთან" დაკავშირებულ ობიექტებს. უნგრეთის ხელისუფლება უკრაინას ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხებაში ადანაშაულებს. მსგავსი ინციდენტის, 18 აგვისტოს ღამეს ტამბოვის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ სიიარტოს ურჩია, მოსკოვისთვის შეეჩივლა. 19 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში ნავთობის მიწოდება აღდგა.

21 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა დაბომბა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონის ქალაქი მუკაჩევო, სადაც დიდი რაოდენობით ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ. დაშავდა 20-მდე ადამიანი, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში. უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმა, ისე, რომ რუსეთი არ უხსენებიათ.

"დრუჟბა“ რუსული ნედლი პროდუქციით ამარაგებს ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ბელარუსის ქალაქ მოზირში ის ორ მონაკვეთად იყოფა. ჩრდილოეთის ნავთობსადენი გადის ბელარუსზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთსა და გერმანიაზე, ხოლო სამხრეთისა - უკრაინაზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.

ამჟამად „დრუჟბის“ სამხრეთ შტოს მეშვეობით რუსეთის ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობენ. ჩრდილოეთ შტოს მეშვეობით გადაიზიდება ნავთობი ყაზახეთიდან.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არაერთხელ შეწყდა. როგორც ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა 19 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გამო არ შეწყვეტილა ნავთობის მიწოდება გერმანიისთვის.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России