Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

გაერო: 25 ქვეყანამ აშშ-ში საფოსტო მომსახურება შეაჩერა ტარიფების გამო

0

გაეროს უწყებამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ სულ მცირე, 25-მა ქვეყანამ გადაწყვიტა შეერთებულ შტატებში ამანათების მიწოდების შეჩერება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მოსალოდნელი ტარიფების ზეგავლენასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება.

ტრამპის ადმინისტრაციამ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ 29 აგვისტოდან გადასახადებისგან გათავისუფლება მოეხსნება შეერთებულ
შტატებში შესულ მცირე ამანათებს.

ამ ნაბიჯმა გამოიწვია საფოსტო სამსახურების, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის მხრიდან განცხადებების ტალღა, რომ აშშ-ში გაგზავნილი ამანათების უმეტესობა აღარ იქნება მიღებული.
გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირმა (UPU) განაცხადა, რომ 25-მა წევრმა-ქვეყანამ უკვე აცნობა მას, რომ მათმა საფოსტო ოპერატორებმა „შეაჩერეს აშშ-სენ გზავნილების საფოსტო მომსახურება, კონკრეტულად, სატრანზიტო მომსახურებასთან დაკავშირებული გაურკვევლობების მოტივით“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჩერებები ძალაში დარჩება, სანამ არ გაირკვევა, თუ როგორ გეგმავს აშშ-ის ხელისუფლება გამოცხადებული ზომების განხორციელებას.
მსოფლიო საფოსტო კავშირმა (UPU) არ წარმოადგინა იმ საფოსტო მომსახურებების სია, რომელთაგანაც მიიღო ინფორმაცია.
ორგანიზაციამ, რომელიც 1874 წელს დაარსდა და 192 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს, გამოთქვა გაფრთხილება, რომ აშშ-ს ახალი ზომები „მსოფლიოში საფოსტო ოპერატორების საქმიანობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს“.

UPU-მ განაცხადა, რომ 29 აგვისტოდან ეს ზომები დაავალდებულებს ფოსტალიონებს, რომლებიც ამანათებს შეერთებულ შტატებში აწვდიან, „წინასწარ აკრიფონ საბაჟო გადასახადები გამგზავნებისგან“ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის სახელით.
აშშ-ის ახალი ზომების თანახმად, ინდივიდუალურ მომხმარებლებს? კვლავ შეეძლებათ ქვეყანაში 100 დოლარამდე ღირებულების დოკუმენტებისა და ნივთების გაგზავნა გადასახადის გარეშე.
UPU-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა მოამზადოს თავისი წევრი ქვეყნები იმ ზემოქმედებისთვის, რაც (ახალმა ზომებმა) შეიძლება მოახდინოს მათ საფოსტო მოძრაობაზე“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России