Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

მერცი: "პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა როგორც ჩანს არ შედგება“

0

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობებისას უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს შორის პირადი შეხვედრა "როგორ ჩანს არ შედგება", მერცი ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა როგორც ჩანს არ შედგება“, - თქვა მერცმა დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებაზე საუბრისას.

26 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან გააძლიერონ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, თუ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ დაორგანიზდა და მოსკოვი მის გასამართად ინიციატივას არ გამოიჩენს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, თუმცა არა გაკვირვებული. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვის კომენტირებისას.

ლევიტის თქმით, ვაშინგტონი უშვებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ამ ეტაპზე თავად არ არიან მზად კონფლიქტის დასასრულებლად. პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს.

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

ამასთან, 27 აგვტისტოს ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მშვიდობის დამყარების სურვილს არ გამოიჩენს.

უკანასკნელი მონაცემებით 28 აგვისტოს ღამიღ, კიეზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, ნანგრევებიდან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქები 629 რაკეტითა და დრონით დაბომბა. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და რადიო თავისუფლების ოფისებსაც.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России