Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

უკრაინის ომში 220 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა - "მედუზა" და "მედიაზონა"

0

2025 წლის აგვისტოსთვის, უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგებმა დაახლოებით 219 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დასკვნამდე მივიდნენ გამოცემები „მედუზა“ და „მედიაზონა“, რომლებმაც შეისწავლეს მემკვიდრეობის საქმეთა რეესტრი და გარდაცვლილთა სახელების სია, რომელსაც ჟურნალისტები და მოხალისეები აღნუსხავდნენ.

მემკვიდრეობის საქმეთა რეესტრის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე, ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის არმიაში დანაკარგები ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. თუ 2023 წელს ფრონტზე დაახლოებით 50 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 2024 წელს - უკვე დაახლოებით 93 ათასი.

მამაკაცთა სიკვდილიანობის რეკორდულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ნოემბერში მიაღწია 3 ათას გარდაცვლილს კვირაში. როგორც "მედიაზონა" წერს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ "2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყო სასამართლოებისადმი მასობრივი მიმართვიანობა სამხედრო მოსამსახურეთა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან დაღუპულად გამოცხადების მოთხოვნით".

დაღუპულთა სახელების სიაში, რომელსაც BBC-ის რუსული სამსახური და "მედიაზონის" ჟურნალისტები ადგენენ ღია წყაროებზე დაყრდნობით, 2025 წლის აგვისტოს ბოლოს 125 681 ადამიანი ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი ყველა დანაკარგს არ ასახავს, რადგან საჯაროდ სიკვდილის ყველა შემთხვევის შესახებ არ ხდება ცნობილი.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს უკრაინასთან ომში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას. დასავლური მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ დანაკარგები ასობით ათასს შეადგენს - საუბარია დაღუპულებსა და დაჭრილებზე.

რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების საერთო რაოდენობამ, დასავლური დაზვერვის მონაცემებით, რომლის შეფასებებსაც მედია ციტირებდა, შეიძლება მილიონ დაღუპულსა და დაჭრილს მიაღწიოს, რუსული დანაკარგები კი, სავარაუდოდ, ამასაც აღემატება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России