Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ზელენსკი: კიევში რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, 8 ადამიანის ბედი კი უცნობია

0

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ აცნობა, რომ დასრულებულია კიევში რუსული დაბომბვის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„კიევში, დარნიცის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დანგრეული შენობის დემონტაჟი გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, დაიღუპა 22 ადამიანი. მანამდე 23 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ცნობები.

„8 ადამიანის ბედი უცნობია. კიდევ 53 დაშავდა. ყველა მათგანს საჭირო დახმარება გაეწია. მადლობას ვუხდი მაშველებს, პოლიციას, ექიმებსა და ექთნებს, ყველა მუნიციპალურ და სასწრაფო დახმარების სამსახურს, ყველას, ვინც ადამიანების დახმარებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასრულებისთვის.

„როდესაც რუსეთი დიპლომატიის ნაცვლად ბალისტიკას ირჩევს, აგრძელებს თავისი „შაჰიდების“ მოდერნიზაციას მკვლელობებისთვის და ავითარებს თანამშრომლობას ისეთ სუბიექტებთან, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა, მაშინ მსოფლიომ შესაბამისად უნდა უპასუხოს“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 28 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ჯარებმა უკრაინას თითქმის 600 დრონით და 31 რაკეტით შეუტიეს. რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგები 13 ადგილას დააფიქსირეს, ხოლო ჩამოყრილი უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები - 26 ლოკაციაზე.

კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და რადიო თავისუფლების ოფისებსაც.

რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России