Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

რუსეთი კვლავ უკრაინის "დემილიტარიზაციას" და "დენაციფიკაციას" მოითხოვს

0

29 აგვისტოს მოსკოვი მკვეთრი კრიტიკით გამოეხმაურა კიევსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე საუბრებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების შესაძლებლობაზე, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიათა შესახებ დასავლეთის წინადადებები "მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ" და შედეგად მოაქვს "სტრატეგიული სტაბილურობის დეგრადაცია საერთო-რეგიონულ და გლობალურ დონეებზე".

ზახაროვას თავისი პოზიცია არ განუმარტავს. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც და კრემლის პრესმდივანიც კატეგორიულად უარყოფდნენ უკრაინაში ნატოს წევრ სახელმწიფოთა ძალების განთავსების შესაძლებლობას.

ზახაროვას თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს არა მოლაპარაკებების პირობა, არამედ მშვიდობიანი გადაწყვეტის შედეგი. ხოლო სამშვიდობო შეთანხმება, ზახაროვას განცხადებით, უნდა მოიცავდეს "დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას, უკრაინის ნეიტრალურ, ბლოკთა მიღმა მყოფ და ატომურად განიარაღებულ სტატუსს". უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ზახაროვამ უწოდა "ხუნტის ხელმძღვანელი". პარალელურად, ასევე 29 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს ზელენსკისთან შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეხვედრა "კარგად იქნება მომზადებული".

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შეფასებით, ზახაროვამ ამით ფაქტობრივად უცვლელად გაიმეორა ის არგუმენტები, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება გამოდიოდა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში.

ე.წ. "საგანგებო საბრძოლო ოპერაციის" ერთ-ერთ მიზნად უკრაინის "დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას" პუტინი ასახელებდა, როცა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ გამოვიდა განცხადებით. დღემდე გაურკვეველია კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მიზნებში. მოსკოვი სხვადასხვა დროს მოითხოვდა, მაგალითად, უკრაინის არმიის რაოდენობის შემცირებას, დასავლეთის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, უკრაინაში რუსული ენისთვის სტატუსის მინიჭებას, და ასე შემდეგ.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხი ბოლო ხანებში კიდევ უფრო ინტენსიურად დადგა დღის წესრიგში - იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის, ასევე ამის შემდგომი განხილვების სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობის თაობაზე. ამგვარ გარანტიებს შორის, მათ შორის, ასახელებენ უკრაინაში ევროპის ქვეყნების მცირე სამხედრო კონტინგენტის განთავსებას, ასევე შექმნას მექანიზმისა, რომელიც რეაგირებას მოახდენს რუსეთის მხრიდან შესაძლო სამომავლო აგრესიაზე - რაც კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მე-5-ე მუხლის მსგავსია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России