Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ზელენსკი: რუსეთს 1 სექტემბრამდე აქვს დრო შეხვედრაზე დათანხმებისთვის

0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კიევის მოკავშირე სახელმწიფოები რუსეთისგან 1 სექტემბრამდე დაელოდებიან სიგნალს მაღალი რანგის, ორმხრივი შეხვედრის გამართვისთვის მზადყოფნაზე. თუ მოსკოვი მზადყოფნას არ დაადასტურებს, მაშინ რუსეთის მიმართ უნდა გატარდეს ის ზომები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები განიხილავდნენ - კერძოდ, რუსეთს ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს.

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს შეაფასოს რამდენად არიან ქვეყნები მზად სამშვიდობო გადაწყვეტისთვის - და ამის შესაბამისად მიიღებს ამა თუ იმ ზომებს. ტრამპმა ახსენა სანქციები და ტარიფების გაზრდა რუსეთის და მისი პარტნიორებისთვის და არ გამორიცხა უკრაინაზე ზეწოლაც.

კონკრეტულად 1 სექტემბერზე, როგორც რუსეთისთვის მიცემულ ბოლო ვადაზე ტრამპს და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს არ უსაუბრიათ.

ზელენსკი ასევე შეეხო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს. მისი თქმით, აუცილებელია ეს გარანტიები განიხილონ ლიდერების დონეზე. ამასთან, ზელენსკის თანახმად, საჭიროა ამ გარანტიათა რატიფიცირება პარტნიორი ქვეყნების პარლამენტთა მხრიდან.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ გარანტიებმა უნდა მოიცვას სამი ძირითადი ელემენტი - უკრაინის არმიის შემადგენლობისა და შეიარაღების შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მზაობა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი აგრესიის შემთხვევაში, ასევე დასავლეთში გაყინული რუსეთის აქტივების გამოყენება უკრაინის აღდგენისთვის. ზელენსკის არ უხსენებია უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოთა ძალების განთავსების საკითხი.

ზელენსკის თქმით, ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ვაშინგტონში მოლაპარაკებას გამართავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. როგორც გამოცემა Politico წერს, შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ რუსეთსა და უკრაინის შორის მოლაპარაკების უფრო დაბალ დონეზე გამართვის საკითხი. ამ დრომდე ამგვარი კონსულტაციის რამდენიმე რაუნდი გაიმართა სტამბოლში, რომლებსაც მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმებების გარდა.

ზელენსკის ამ განცხადებებამდე აშშ-ის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამდნენ მონაწილეობაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემაში, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ამ პროცესში "ლომის წილი" ევროპას უნდა დაეკისროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 29 აგვისტოს უარყოფითად ილაპარაკა უსაფრთხოებს გარანტიათა საკითხზე. კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ჯერჯერობით არ არის მომზადებული.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России