Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამყარებს "რაშიზმის" ცნების განსაზღვრებას

0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს "უკრაინელი ხალხის ეროვნული მახსოვრობის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ", რომელშიც ოფიციალურ დონეზეა გამყარებული ე.წ. "რაშიზმის" ცნების განსაზღვრება - იუწყება უკრაინის პარლამენტი.

კანონში "რაშიზმი" განსაზღვრულია როგორც "ახალი სახეობა ტოტალიტარული იდეოლოგიისა და პრაქტიკების, რომლებიც საფუძვლად უდევს აგრესორ სახელმწიფოში (რუსეთი) ფორმირებულ რეჟიმს და რომლებიც ეფუძნება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ტრადიციებს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმის და ნაციონალ-სოციალიზმის (ნაციზმის) პრაქტიკებს".

კანონი უკრაინული ენის და კულტურული მემკვიდრეობის მახსოვრობის დაცვას განსაზღვრავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად. "2014 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ შეიარაღებულ აგრესიაში აგრესორი სახელმწიფო მანიპულირებს ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციით. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ერთ-ერთი კომპონენტია მისწრაფება უკრაინელებს წაერთვათ მათი ისტორიული მახსოვრობა" - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონი ასევე განსაზღვრავს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა "ბრძოლა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის", "ეროვნული მახსოვრობა", "ისტორიული ანტიუკრაინული პროპაგანდა", "უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები". კანონით სრულ სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ისტორიის სამეცნიერო კვლევებსა და ქვეყნის ისტორიის პოპულარიზაციის ძალისხმევას.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ტერმინი "რაშიზმი" გაჩნდა რუსეთის არმიის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრის შემდეგ. მოგვიანებით, ეს ტერმინი უკრაინაში განისაზღვრა როგორც "რუსეთის ფედერაციის მმართველი რეჟიმის იდეოლოგია და პრაქტიკა" და მისი გამოყენება დაიწყეს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ. ეს ცნება კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, 2022 წლის თებერვალში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России