Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

FT: ტრამპი გამოვიდა უკრაინაში ჩინელი მშვიდობის დამცველების განთავსების წინადადებით

0

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჩინელი მშვიდობის დამცველების განთავსების თაობაზე - წერს გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროთა მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებთან გასულ კვირაში, თეთრ სახლში შეხვედრის დროს, ტრამპი გამოვიდა წინადადებით ჩინეთმა გაგზავნოს მშვიდობის დამცველი კონტინგენტი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ნეიტრალურ ზონას ფრონტის 1300 კილომეტრიანი ხაზის გასწვრივ.

თეთრი სახლი უარყოფს რომ ეს საკითხი განხილვის თემა იყო შეხვედრის დროს. "ეს სიცრუეა" - ამბობს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.

FT-ის ცნობით, რუსეთის მხარემ ჩინელი მშვიდობის დამცველების საკითხი წამოჭრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, როცა 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში პირველი მოლაპარაკებები შედგა რუსეთსა და უკრაინას შორის. გამოცემა Axios წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთი უსაფრთხოების ერთ-ერთ შესაძლო გარანტორად ახსენა ტრამპთან შეხვედრის დროს, ალასკაში.

ამ იდეას ეწინააღმდეგებიან ევროპის ქვეყნები, მანამდე ის ზელენსკიმაც უარყო, რადგან პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ მოქმედებებს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "სინამდვილეს არ შეესაბამება" მედიით გავრცელებული ცნობები, თითქოს პეკინი გამოვიდა მონაწილეობის შეთავაზებით უკრაინის მშვიდობის დამცველ ძალებში.

გამოცემა Politico მანამდე იუწყებოდა, რომ ევროპის ლიდერები გარანტიების ერთ-ერთ ფორმად განიხილავენ 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას უკრაინის და რუსეთის სამხედროებს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ საკითხთან მიმართებით კიევის პოზიცია უცნობია, რადგან ამგვარი ზონის შექმნა სავარაუდოდ მოითხოვს ახალ ტერიტორიულ დათმობებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუფერული ზონის შექმნა იქნება მსგავსი გერმანიის გაყოფისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России