Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

იემენზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ჰუთების ხელისუფლების ხელმძღვანელი

0

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება "ანსარ ალა", რომელსაც ჰუთების სახელით იცნობენ და რომელიც აკონტროლებს იემენის დიდ ნაწილს, დედაქალაქ სანას ჩათვლით, 30 აგვისტოს ადასტურებს ცნობებს ჰუთების მიერ ფორმირებული ხელისუფლების ლიდერის, აჰმედ ალ-რაჰავის დაღუპვის შესახებ, ისრაელის მიერ მიმდინარე კვირაში იემენზე განხორციელებული დარტყმის შედეგად.

ჰუთების მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ მანამდე იუწყებოდნენ ისრაელის და არაბული ქვეყნების მედიასაშუალებები. სანაზე დარტყმა ოთხშაბათს განხორციელდა. ისრაელის არმიამ ეს პარასკევს დაადასტურა და აღნიშნა, რომ დარტყმის სამიზნეს წარმოადგენდნენ ჰუთების ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

ჰუთების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიღუპნენ ალ-რაჰავი და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი. დაკონკრეტებული არ არის დაღუპულებს შორის არის თუ არა თავდაცვის მინისტრი. ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ საერთო ჯამში დაიღუპა კაბინეტის 12 წევრი - თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ჰუთების ხელისუფლების მუშაობას ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ალ-რაჰავის მოადგილე მოჰამედ მოფტაჰი, რომელიც 30 აგვისტოს დაღუპული მმართველის ოფიციალური მემკვიდრე გახდა.

2023 წლის შემოდგომის შემდეგ იემენელი ჰუთები პერიოდულად დარტყმებს ახორციელებენ ისრაელზე, ასევე წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რომლებიც ისრაელის პორტებისკენ მიემართებიან, ან რაიმე აკავშირებთ ამ სახელმწიფოსთან. ჰუთები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯებს დგამენ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ განახორციელეს დარტყმები იემენში განთავსებულ სამიზნეებზე, მათ შორის პორტებზე, ნავთობის საწყობებზე და საბრძოლო ობიექტებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России