Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ტრამპი: აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარწმუნებით განაცხადა, რომ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების, და ასევე თავად ტრამპის მონაწილეობით. ეს ტრამპმა თქვა ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოცემამ Daily Caller.

ამასთან, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვის პერსპექტივა, აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. "ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი გაიმართება" - განაცხადა ტრამპმა. მას არ დაუკონკრეტებია შეხვედრის შესაძლო თარიღი ან ადგილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ კონფლიქტის მალე დასრულების იმედი ჰქონდა, პუტინთან თავისი კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით. მაგრამ, ტრამპის თქმით, შესაძლოა მხარეები ჯერ არ იყვნენ მზად მშვიდობისთვის. ტრამპმა რუსეთი და უკრაინა შეადარა მოჩხუბარე ბავშვებს, რომლებიც არ რეაგირებენ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოწოდებებზე, მაგრამ ადრე თუ გვიან თავად ისურვებენ გაჩერებას. ომის გაგრძელებას მან "სისულელე" უწოდა.

ტრამპი ასევე შეეხო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხს. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები არ გაიგზავნებიან უკრაინაში, და გარანტიებს უწინარესად ევროპის ქვეყნები უზრუნველყოფენ. აშშ, ტრამპის თქმით, მზად იქნება დახმარებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის საჰაერო ფორმით. ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ უკრაინას იარაღს პირდაპირ არ უგზავნის - იარაღს აშშ-სგან ნატოს ქვეყნები ყიდულობენ და შემდეგ გადასცემენ უკრაინას.

ტრამპი იანვარში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას და რუსეთს და უკრაინას მას შემდეგ მოუწოდებს კონფლიქტის დასრულებისკენ. მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მმართველებთან. 15 აგვისტოს ალიასკაში გაიმართა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მშვიდობისკენ გზაზე წინსვლაა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკება ჯერ მიღწეული არ არის.

ტრამპმა მხარი დაუჭირა ზელენსკის იდეას რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის აუცილებლობაზე და თქვა, რომ ამას, შესაძლოა, მოჰყვეს სამმხრივი შეხვედრა. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული პირობებით - კონტექსტიდან გამომდინარეობს, რომ საქმე ეხება პრინციპული შეთანხმებების მიღწევას საკუთრივ შეხვედრამდე.

ტრამპის განცხადებას, რომ სამმხირივი შეხვედრა გაიმართება, კრემლი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России