Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

რუსეთის გენშტაბის უფროსი: ომი გაგრძელდება, რუსეთის სამხედროები შეტევას ახორციელებენ

0

რუსეთი გააგრძელებს ე.წ. საგანგებო საომარ ოპერაციას - ანუ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამ განცხადებით 30 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი. მისი გამოსვლა გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

გერასიმოვმა დააკონკრეტა, რომ რუსეთის არმია გააგრძელებს შეტევით ქმედებებს. როგორც სამინისტრო იუწყება, გენერალმა "შეაჯამა 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კამპანია და დააზუსტა საბრძოლო დაჯგუფებების ამოცანები გრძელვადიან პერსპექტივაში". თავად გერასიმოვის თქმით, ამოცანები განისაზღვრება "შემოდგომის პერიოდისთვის".

გერასიმოვის შეფასებით, სტრატეგიულ ინიციატივას ამჟამად სრულად ფლობენ რუსეთის სამხედროები. ის, რომ ზაფხულის შეტევების შედეგად მათ ვერ შესძლეს დიდი მასშტაბის ტერიტორიების დაკავება გერასიმოვმა ახსნა უკრაინელი სამხედროების მხრიდან დიდი დანაკარგების ხარჯზე მათი შეკავებით. რუსეთის არმიის დანაკარგებზე მას არ ულაპარაკია.

გერასიმოვი ირწმუნება, რომ რუსეთის არმია ამჟამად აკონტროლებს ლუგანსკის 99,7 პროცენტს, დონეცკის 79 პროცენტს, ზაპოროჟიეს 74 პროცენტს და ხერსონის 76 პროცენტს. ესაა უკრაინის რეგიონები, რომელთა ანექსირებაზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს მონაცემები საერთო ჯამში ახლოსაა დამოუკიდებელ შეფასებებთან (დონეცკის ოლქთან მიმართებით გერასიმოვის მიერ მოტანილი მაჩვენებელი ოდნავ მაღალია).

გარდა ამისა, გერასიმოვმა ახსენა, რომ რუსეთის არმია აკონტროლებს დასახლებული პუნქტების რიგს სუმის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

რუსეთის არმია შეტევებს ახორციელებს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, თუმცა წინსვლის ტემპი დაბალია - რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, საქმე, როგორც წესი, ეხება ხოლმე ათეულობით ან ასეულობით კვადრატულ კილომეტრს თვეში.

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ასევე ილაპარაკა უკრაინაზე ამ კვირაში განხორციელებულ დარტყმებზე - კერძოდ, კიევზე მიტანილ იერიშზე 28 აგვისტოს ღამით. მისი თქმით, შეტევა განხორციელდა თავდაცვის წარმოების ობიექტებზე და საბრძოლო აეროდრომებზე.

კიევზე დატყმების შედეგად დაინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 25 ადამიანი.

ვალერი გერასიმოვი საჯაროდ იშვიათად ჩნდება - წერს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური. გერასიმოვის მიერ ომის შესახებ გამოთქმული შეფასებები და სიტყვები, რომ ომი გაგრძელდება, გაისმა იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს საუბრები სამშვიდობო გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამ გადაწყვეტილების მიღწევას ესწრაფვის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

რუსეთმა უარყო აშშ-ის ინიციატივაზე დაყრდნობით უკრაინის მიერ გამოთქმული შეთავაზება, რომ ცეცხლი წინაპირობების გარეშე შეწყდეს.

სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის რუსეთის მოთხოვნები მოიცავს, მათ შორის, ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, კანონმდებლობის ცვლილებებს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России