Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

მაკრონი: როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, ამას გრძნობენ ქართველებიც, უკრაინელებიც და სხვა ხალხებიც

0

საფრანგეთის ქალაქ ტულონში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებას - რომ მაკრონმა სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუფერებლად ილაპარაკა, როცა ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უწოდა "კაციჭამია [ევროპის] კარიბჭესთან".

"ამგვარ აღწერას უარვყოფ. მე არასოდეს ვარ უხეში ან ვულგარული. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამიაა, ესაა სურათი, რომელსაც ბევრი იზიარებს - ვფიქრობ, ეს აღწერს რას გრძნობენ მკაფიოდ ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ხალხი. ანუ კაცი, რომელმაც გადაწყვიტა იმოძრაოს ავტორიტარული, ავტოკრატიული მიმართულებით და უხელმძღვანელოს საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლო ხანებში განხორციელებული დარტყმები - მათ შორის 28 აგვისტოს მიტანილი იერიში, რომელსაც სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა - აჩვენებს განსხვავებას პუტინის მხრიდან მოლაპარაკებებზე დაკავებულ პოზიციებსა და ადგილზე არსებულ რეალობას შორის.

მაკრონის თქმით, თუ პუტინი 1 სექტემბრამდე არ დათანხმდება შეხვედრის გამართვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააცურა - რაც, მაკრონის აზრით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ზელენსკი 29 აგვისტოს გამოვიდა შეხსენებით, რომ ბოლო ვადა, რომელიც ტრამპმა რუსეთს შეთანხმების მიღწევისთვის მისცა, არის ორშაბათი, 1 სექტემბერი.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანია რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება. მერცის თქმით, მოსკოვი ახორციელებს ოპერაციებს, რომელთა მიზანია გერმანიის დიდი ნაწილის დესტაბილიზაცია და სოციალური ქსელების მეშვეობით ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

მანამდე მერცი აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ ავლენს მზაობას შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. კანცლერი ასევე ლაპარაკობს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ გერმანიის საქმეებში მოსკოვის ჩარევის შესახებ მერცის სიტყვებს "უკვე ფსიქიატრების საქმე" უწოდა - იუწყება სააგენტო TASS-ი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России