Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ერმაკი: აშშ უკრაინაზე არ ახორციელებს ზეწოლას ტერიტორიის საკითხებთან მიმართებით

0

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ცნობები, თითქოს ვაშინგტონი კიევზე ზეწოლას ახორციელებს ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით.

"ამერიკის მხრიდან უკრაინაზე არავინ ახორციელებს ზეწოლას რაიმე ტერიტორიაზე" - თქვა ერმაკმა ინტერნეტით გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ აშშ მზადაა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად და ამაზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

გამოცემა Politico იუწყება, რომ ერმაკის და უიტკოფის შეხვედრა მოიცავდა ტექნიკურ მოლაპარაკებას შესაძლო სამმხრივი სამიტის წინ, ფორმატით უკრაინა-აშშ-რუსეთი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თავის მხრივ თქვა, რომ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტმა შესაძლებელი გახდა კრემლთან უთანხმოების გამომწვევი საკითხების სია შემცირებულიყო ორ საკითხამდე - ესენია უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული დათმობები. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტური არაკეთილსინდისიერების მაგალითი და მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა უწოდა Politico-ს პუბლიკაციას, რომელშიც ეჭვქვეშ იყო დაყენებული აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის კომპეტენციის ხარისხი.

პარალელურად, აშშ აფართოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ კიევმა მიიღო შესაძლებლობა "უფრო ღრმა დარტყმების" განხორციელებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 179 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსების მომსახურებას. კონტრაქტი მოიცავს სწავლებას, პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ უკრაინამ უკვე დაიწყო ამერიკული ფრთოსანი რაკეტების პირველი პარტიების მიღება, ევროპელ მოკავშირეებთან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკების ფარგლებში. დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მიერ დაფინანსებული დახმარების პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის 3500 რაკეტას და სანავიგაციო აღჭურვილობას და მისი ღირებულება 825 ამერიკული დოლარია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России