Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები სირიასთან კავშირების გამყარებას ცდილობენ

0

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები სირიის ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ - ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლება იუწყება. აღწერილი ვითარების მიხედვით, სირიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრა, დამასკიში, 62-ე საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენის პავილიონში შედგა.

„შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება დაუთმეს კულტურული და ტურისტული გაცვლის განვითარებას. შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ განმტკიცდება ურთიერთობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები აფხაზეთსა და სირიაში“, - იტყობინება აფხაზეთის ფე ფაქტო მთავრობა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, „აფხაზეთის დელეგაცია“ მანამდე დაესწრო კონცერტს სირიის ჩერქეზული ანსამბლისა, რომელმაც „აფხაზურ-ადიღეური ხალხური ცეკვები შეასრულა“ და ამ კონცერტს, საპატიო სტუმრის რანგში, ესწრებოდა სირიის კულტურის მინისტრი, მუჰამად იასინ სალეხი.

აფხაზური მხარის მტკიცებით, “სოხუმის დელეგაცია” საერთაშორისო გამოფენაზე სირიის მთავრობისა და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მიწვეული იყო.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დამასკიში ჩავიდნენ: "საგარეო საქმეთა მინისტრი" ოლეგ ბარციცი, “ეკონომიკის მინისტრი” – თეიმურაზ მიქვაბია და “კულტურის მინისტრი” დაურ კოვე. არიან სხვებიც.

ივნისში, ოლეგ ბარციცი "სამუშაო ვიზიტით" იმყოფებოდა სირიაში, სადაც ის სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან ალ-შაიბანის შეხვდა და მადლობა გადაუხადა "სირიის ხელმძღვანელობის საკმაოდ მკაფიო და ცალსახა პოზიციისთვის აფხაზეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში“.

სირიიდან რუსეთში გაქცეული ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სახელმწიფოებად 2018 წელს აღიარა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკიში 2020 წელს გაიხსნა.

სირიაში ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოს გაუჩნდა რეალური შანსი, რომ - სირიამ, ვანუატუსა და ტუვალუს მსგავსად, უკან წაიღოს უკანონო აღიარება, თუმცა ამ დრომდე რეალური შედეგი არ არის.

2025 წლის ივლისში, ხმაური მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების საპარლამენტო დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის [OSCE PA] სესიაზე, პორტოში, მიღებულ დეკლარაციას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობა”.

“ქართული ოცნების” დელეგაციამ განმარტა, რომ დეკლარაციის ტექსტში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები მათი ძალისხმევით მოხვდა, მაგრამ, შემდეგ, დოკუმენტს მხარი აღარ დაუჭირეს - ახალ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო.

კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. 17 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ - აღიარება უკან წაიღეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России